მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “რომასთან” მატჩამდე

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “რომასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ვრცლად სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, მეტოქეზე, ფეხბურთელებზე, გუნდის მენტალურ მდგომარეობაზე…

„მენტალური ასპექტი გავაუმჯობესეთ. რა თქმა უნდა, „ინტერთან“ მარცხი დაგვეხმარა იმის გაგებაში, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და დიდი მოტივაცია გვქონდეს. გამარჯვებები მესიჯის მხოლოდ ჩვენი თავისთის. მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ, გამარჯვებიდან გამარჯვებას ადრენალინი მოაქვს, რომელიც არასდროს უნდა დაგვავიწყეს თუ გამარჯვება გვსურს. „ინტერთან“ იმ წაგების შემდეგ ვისაუბრეთ, რადგან მოედანზე ჩვენ არ ვიყავით. საბედნიეროდ, იტალიის სუპერთასის ფინალი სამ დღეში გვქონდა და ადვილი იყო გარკვეულ კლავიშებზე შეხება. გამარჯვებით გავიგეთ, რომ ყველამ გუნდური მსხვერპლი უნდა გაიღოს. თუმცა, იდეალურ „იუვემდე“ ყოველთვის რაღაც გვაკლია. მწვრთნელს სურს, მაშინვე სრულყოფილი გუნდი ყავდეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ვმუშაობთ და ვითარდებით. ახლა უფრო სტაბილურები ვართ, გვყავს დახვეწილი მცველები და მოედანზე გადაადგილება უკეთესია. ყოველთვის შესაძლებელია ზრდა, მაგრამ სამწუხაროდ, დრო ცოტა გვაქვს, თუმცა ვიდეოებით რაღაცის გაკეთება შეგვიძლი. ჩენ ახლა ჩვენი შესაძლებლობების 70-80%-ში ვართ, თითქმის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „რომასთან“ პირველ მატჩში მაგალითად, არ მყავდა ალექს სანდრო და კუადრადოს მარცხენა ფლანგზე თამაშ ვცადე, ეს კარგად არ გამოვიდა. პრესეზონში ამხანაგური მატჩები არ გვქონია და მოთამაშეებს ჯერ კიდევ არ ვიცნობდით. პირველ მატჩში მაკკენი არ თამაშობდა იმ პოზიციაზე, სადაც ახლა და კუთხურებს კულუშევსკი აწვდიდა. ვნახეთ, რომ ეს ორი ვარიანტი იყო, რომლის გადახედვა შეიძლებოდა.

სკუდეტოსთვის ყველა გუნდი იბრძოლებს, რომელიც ახლა სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილშია. „მილანი“ და „ინტერი“, მაგრამ ასევე „რომა“, „ნაპოლი“ და „ატალანტა“. ჩვენც იქ ვართ. „რომას“ აკრიტიკებენ, მაგრამ ეს დიდი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ვითამაშებთ გუნდის წინააღმდეგ, რომლის შემადგენლობაში იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთეს თამაშობს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მათი კონტრშეტევების დროს და უნდა ვეცადოთ ნაკლები შეცდომები დავუშვათ, რომ არ მივცეთ კონტრშეტევის დასაწყებად თავისუფლება. ჯეკო იქნება მოედანზე თუ მაიორალი, მათი თამაშის სტილი ნაკლებად იცვლება. ჯეკო დიდი ფორვარდია, მაგრამ მაიორალი მის არყოფნას გუნდს არ დაატყობს.

მჭიდრო გრაფიკში ბევრი მატჩი გვაქვს და გაგვიმართლა, რომ ღრმა შემადგენლობა გვყავს, ამიტომ როტაციას გამოვიყენებთ. შეგვიძლია ცვლილელები, რადგან 4 ცენტრლაური და 3 განაპირა მცველი გვყავს, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ თამაში. ცენტრალური მცველების წყვილი წინასწარ დადგენილი არ გვაქვს. ყველას შეუძლია ერთად ითამაშოს, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა გვინდა მეტოქეებზეც და პირობებზეც. ეს უდიდესი უპირატესობაა.

ცხადია, რონალდუს კარგად ვიცნობდი, მაგრამ მისი ყოველდღე ნახვის შემდეგ გაკვირკვებული ვარ, თუ როგორ სიამოვნებით მუშაობს მოედანზე. 36 წლის ასაკში და მას მერე, რაც ყველაფერი მოგებული აქვს, ნიშნავს, რომ შენ გმირი ხარ. ეს მენტალიტეტი აქვს მას, ბუფონს, კიელინის, ბონუჩის და ეს არის ის, რაც ტიტულების მოსაგებად გიბიძგებს.

ჯორჯო ბევრს ეხმარება ფსიქიკურ ასპექტში, რადგან ის მოგებასაა შეჩვეული და იცის, რომ საჭიროა ბოლო წამამდე ბრძოლა. ეს არის მთელი „იუვენტუსის“ სულისკვეთება და ის არასდროს არ უნდა დაგვაკლდეს“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „რომას“ მატჩი 6 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …