მთავარი / სიახლეები / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “მილანთან” მატჩამდე

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “მილანთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „მილანთან“ მატჩამდე ისაუბრა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, ეს შესანიშნავი თამაშია, რომლის თამაში ყოველთვის სასიამოვნოა.

პირლო ფიქრობს, რომ მილანთან მატჩი მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ გადამწყვეტი არ არის და სატურნირო ცხრილი რეალურ სახეს აპრილისთვის მიიღებს.

არაგადამწყვეტი თამაში

დიახ ეს შესანიშნავი თამაშია. ეს ყოველთვის ასე იყო. განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა მაშინაც, როცა ვთამაშობდი და დღესაც ასეა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ არა გადამწყვეტი.

დიბალა და სხვები

პაულოს გუშინ სიცხე ჰქონდა, მაგრამ დღეს უკეთაა და ალბათ ხვალ კარგად იქნება. მორატამ ჯერ არ იცის როდის დაბრუნდება. ფიზიოთერაპიას გადის და ექიმებთან კოსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მას ყოველდღიურად ვაკვირდებით. რაბიო დაგვიბრუნდა,არტურიც უკეთაა, მაგრამ უფრო მეტი დრო დასჭირდა დასაბრუნებლად, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მილანური წარსული

ცხოვრების 10 წელი და კარიერა, ბევრი ტიტულები. ლოგიკურია, რომ ჩემთვის განსაკუთრებულია, თუნდაც იმიტომ, რომ შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. ახლა იქ მხოლოდ პაოლოა ძველი გუნდიდან, მაგრამ აგრძელებენ განსაკუთრებულად თამაშს.

რონალდუზე დამოკიდებულება

მან ბევრი გოლი გაიტანა, ვიდრე სხვებმა, რაც ლოგიკურია. ჩვენ თავიდანვე მივხვდით და მოვახერხეთ მისი თვისებების გამოყენება. საჯარიმოში ის გადამწყვეტი ფიგურაა. გარკვეულ ეტაპზე მას დაღლილობა დაეტყო, მაგრამ ახლა კარგადაა. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მოთამაშეა და მასზე დამოკიდებულია გუნდიც, რაც ნორმალურია. ასე იყო „რეალში“, „მანჩესტერსა“ და პორტუგალიის ნაკრებშიც.

იბრაჰიმოვიჩის არყოფნა

მილანი არ განიცდის იბრაჰიმოვიჩის არ ყოფნას, რადგან შესანიშნავი გუნდი  ჰყავს და ისეთი მოთამაშეები, როგორებიცაა ლეაო და რებიჩი, რომლებიც მის შეცვლას ახერხებენ.

კორონავირუსი

ალექს სანდრო კორონავირუსის გამო გვაკლია და დღეს საღამოს ჩვენი ტესტის პასუხებს ველოდებით, მაგრამ ეს ალიბი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ვიპოვით 11 ფეხბურთელს, რომლებიც ითამაშებენ, რადგან კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს. პრობლემა არ არის და შიშიც არ უნდა გვქონდეს.

სატურნირო ცხრილი

„მილანი“ დამსახურებულად ლიდერობს, ჩვენ კი უნდა მოვიგოთ თამაშიდან თამაში და შემდეგ ვნახავთ როგორ შეიცვლება ჩვენთვის ვითარება. ხვალ მინდა საკუთარ ძალებში დარწმუნებული „იუვე“ ვიხილო, რომელიც შიშის გარეშე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 6 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …