ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში კიევის „დინამოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ბენევენტოსთან“ მატჩს შემდეგ ვთქვი, რომ გამარჯვებისთვის მეტი კონცენტრაცია და სურვილია საჭირო, მაშინაც კი თუ ქულებით მეტოქეზე წინ ხარ. ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ და ეს ყველამ იცის. საჭიროა თამაშების უკეთ წარმართვა, არამგონია ეს რთული იყოს, ეს ფაქტია.
ხვალ მოედანზე საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები გავლენ, რადგან ყველა თამაში მნიშვნელოვანია. თუმცა, შეიძლება კუადრადომ და დანილომ დაისვენონ, მათ ძალიან ბევრი ითამაშეს. კულუშევსკით კმაყოფილი ვარ, ის აქამდე ყოველთვის ერთ პოზიციაზე თამაშობდა. რემზი ჩემთვის დიდი აღმოჩენაა, მას კიდევ შეუძლია გაიზარდოს. ჩემთვის და გუნდისთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
დიბალა? მას ყოველდღე ვეუბნები, რომ მოედანზე გარკვეულ სივრცეებში უნდა ითამაშოს, რომ თავისუფალი იყოს და თავისი თამაში იპოვოს. მან მარტივად უნდა ითამაშოს და თავადამსხმელთან ახლოს უფრო მკაფიო გადაწყვეტილებები მიიღოს. მორატა ხვალ ითამაშეს, ხოლო დიბალა ტურინული დერბისთვის მოემზადება.
შეშფოთება? აბსოლუტურად არა. ბენევენტოში მოსაგები თამაში იყო, ვერ მოვახერხეთ თამაშის დახურვა. თუმცა, ეს შეიძლება მოხდეს, ჩვენ თამაშს ანალიზი გავუკეთეთ და ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ. ყველა თამაშს ერთნაირად უნდა მივუდგეთ, ევროპასა და იტალიაშიც. ვისურვებდი უფრო მეტ დადებით შედეგებს გადაბმულად, მაგრამ ნორმალურია, რომ ცოტა მეტი დრო გვჭირდება. ფეხბურთელებმა იციან რა სჭირდებათ და რა უნდათ“, – განაცხადა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ მერვედფინალის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, თუმცა, პირველ ადგილზე გასვლის მცირე შანსი შერჩენილი აქვს და ამიტომაც, კიევის „დინამოსთან“ აუცილებლად გამარჯვება დასჭირდება. მატჩი 2 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.