მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ინტერთან” მატჩამდე

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ინტერთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ მილანის „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მილანში ფრეზე არ ითამაშებენ და „იუვე“ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის.

„როგორ „ინტერს“ ველოდები? აგრესიულ გუნდს, რომელსაც ენდომება დაუყოვნებლივ თავისი ტემპი დაამყაროს თამაშში. თუმცა, ჩვენ მომზადებული ვართ, ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და „სან სიროზე“ ჩვენი თამაშის, შიშის გარეშე სათამაშოდ მივდივართ.

ჩვენ ველოდებით კორონავირუსის ტესტის პასუხებს, როგორც ყოველდღე. ხვალ შევაფასებთ სიტუაციას ვის შეუძლია თამაში პირველივე წუთიდან. კიელინი ბონუჩის მეწყვილე? ჯორჯო კარგად არის, „ჯენოასთან“ კარგი თამაში ჩაატარა და არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ენერგიულადაა და მზადაა ითამაშოს, რადგან თამაში სურს. ჩვენთვის ეს დამატებითი ღირებულებაა.

კონტესგან ძალიან ბევრი ვისწავლე. ის არის პირველი ადამიანი, ვინც მაფიქრებინა, რომ მწვრთნელი გავმხდარიყავი. ამიტომ, მისი მადლიერი ვარ. ჩვენ განსხვავებული თვისებები გვაქვს და შეიძლება ამიტომაც, ყოველთვის ვახერხებდით ერთად მუშაობას. თუმცა, ხვალ ჩვენ მეტოქეები ვიქნებით. სეზონის დასაწყისში ვისუაბრეთ, დიდი პატივისცემა და სიყვარულია ჩვენს შორის, მან „იუვენტუსის“ ისტორია დაწერა და ბევრი რამ მომცა.

ფრეზე ვითამაშებთ? არა, ვეცდებით გავიმარჯვოთ. ეს მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ არა ფუნდამენტური ამ სეზონისთვის. ვიცით „ინტერის“ სიძლიერე, ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვან სტიმულს მოგვცემს, რაც 3 ქულის საკითხს სცილდება. დიდი ყურადღება და დიდი კონცენტრაცია გვმართებს, „ინტერი“ შესანიშნავი გუნდია, რომელიც გაძლიერდა, მაგრამ ჩვენ ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყოველ სამ დღეში თამაში რთულია, ყველა პატარა დეტალზე უნდა ვიმუშაოთ, რაც განაპირობებს განსხვავებას. დიდი გუნდების წინააღმდეგ კონცენტრაცია ყოველთვის მაქსიმალურია. ძალიან მონდომებული არიან ბიჭები და მშვიდად ვარ. ჩვენთვის ზეწოლა ნორმალურია, „იუვენტუსი“ ვართ და ამას უნდა შევეჩვიოთ.

მაკკენი გამოჯანმრთელდა, დღეს ჩვენთან ერთად ივარჯიშა. ის ჯერ არ არის 100%-ით მზად, მაგრამ კარგია, რომ ჩვენთან ერთდაა. რემზი? ის კარგად არის და ხვალ თამაში შეუძლია. დე ლიხტის არყოფნა ჩვენთვის მძიმედ იწონის, მაგრამ დაცვაში სხვა ჩემპიონებიც გვყავს. თუმცა, კარგი იქნებოდა ის არ გვაკლდეს.

ცუდია, რომ „ჯენოასთან“ 120 წუთი თამაში მოგვიწია, მაგრამ ცხოვრება ჩვენით გავირთულეთ. მორატა კარგადაა, მიუხედავად იმისა, რომ „ჯენოასთან“ 120 წუთი ითამაშე. გამოჯანმრთელდა და ჩვენს განკარგულებაშია.

ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ზედიზედ 9 წელი ჩემპიონები ვხდებით და ამიტომ, ნორმალურია, რომ უფრო მეტი წნეხი გვქონდეს. თუმცა, „ინტერიც“ გამარჯვებისთვის აშენებული გუნდია“, – განაცხადა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 17 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …