მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს კომენტარი “უდინეზესთან” მატჩის წინ

ანდრეა პირლოს კომენტარი “უდინეზესთან” მატჩის წინ

ტურინის „იუვენტუსი“ 2021 წლის პირველ მატჩს „უდინეზესთან“ გამართავს. თამაშის წინ ანდრეა პირლომ JTV-ს კომენტარი მისცა და ვრცლად ისაუბრა.

„რთული თამაში იქნება, მეტოქე კარგ ფორმაშია. ეს არის ძალიან ფიზიკური და ორგანიზებული გუნდი, ძალიან კარგი მოთამაშეებით და კონტრშეტევაზე სახიფათონი. ასე, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ძალიან ტექნიკური თავდამსხმელები და ნახევარმცველები ჰყავთ. ერთ მათგანს კარგად ვიცნობთ, ჩვენთან თამაშობდა (რობერტო პერეირა – რედ). ეს იქნება რთული მატჩი, განსაკუთრებით ფიზიკურად.

ჩემი გუნდი? „ფიორენტინასთან“ მატჩზე ვისაუბრეთ, რომელსაც სრულიად არასწორად მივუდექით. არ შეიძლებოდა 2020 წელი ასე დაგვესრულებინა, ვისაუბრეთ და განვიხილეთ, აგრეთვე სამომავლო გეგმებიც,ეს პროდუქტიური შეხვედრა იყო.

აღარ მსურს ისეთი მატჩების ხილვა, როგორიც „ფიორენტინასთან“ გვქონდა. დანარჩენ მატჩებში წინსვლა გვქონდა, ვიზრდებოდით და ბევრ ასპექტში ვიხვეწებოდით. დარწმუნებული ვარ, უფრო უკეთესად შეგვიძლია, რადგან ყველაფერი გვაქვს წარმატების მისაღწევად.

იანვარ მნიშვნელოვანი თვე იქნება ბევრი მატჩით, ბევრი ტურნირით, რადგან ასევე გვაქვს სათასო და სუპერთასის მატჩი. უკეთ უნდა ვითამაშოთ, უფრო მეტი ფეხბურთელია ჩვენს განკარგულებაში, მაგრამ დროს ყველა მიიღებს, რადგან ყოველ მესამე დღეს თამაში რთულია და ეს ენერგიას გვართმევს. მზად უნდა ვიყოთ ყველა მატჩისთვის.

ყველაზე მნიშვნელობა, რაც ფეხბურთელობისა და მწვრთნელობისას ვისწავლე, არის ის, რომ ზოგადი შეფასება უნდა გავაკეთოთ. ერთ დღეს ვარსკვლავებს ვეთამაშებით და მეორე დღეს კარგს არაფერს ვაკეთებთ, ეს სიახლე არ არის. როგორც „იუვენტუსის“ მწვრთნელი მრავალი სირთულისა და პასუხისმგებლობის წინაშე ვარ, მაგრამ ამისთვის მზად ვარ.

გუნდი კარგადაა, ბოლო ტრავმირებულებიც დაგვიბრუნდნენ, არტური, დემირალი და კიელინი, რამდენიმე დღეა მუდმივად ვარჯიშობენ.

სპორტული თვალსაზრისის გარდა, პანდემიის გამო ძალიან რთულ პერიოდში ვართ, ყველასთვის მნიშვნელოვანია ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება და უფრო მშვიდად ცხოვრება. ფეხბურთში კი იმედი გვაქვს, რომ დიდად კმაყოფილები ვიქნებით“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „უდინეზეს“ 3 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …