მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს კომენტარი “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ

ანდრეა პირლოს კომენტარი “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სასუოლოსთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მთავარი გამარჯვება იყო, რომ „მილანთან“ მოგებას ფასი არ დაკარგვოდა.

„დიბალას მუხლის შიდა ტრავმა აქვს, მაკკენის პრობლემა დღის განმავლობაში ჰქონდა და ტკივილი მაშინ იგრძნო, როდესაც პასი ქუსლით გააკეთა. იმედია ორივე შემთხვევაში, სერიოზული არაფერი იქნება, პასუხს სამედიცინო შემოწმების შემდეგ გავიგებთ.

მნიშვნელოვანი იყო სტაბილურობა და გამარჯვება, წინააღმდეგ შემთხვევაში „სან სიროზე“ მოგებული თამაში გამოუსადეგარი იქნებოდა. ცოტა არეული ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მნიშვნელოვანი 3 ქულაა.

„ინტერთან“ მატჩი? ასეთი თამაშები სათამაშოდ შესანიშნავია. ჩვენი ფეხბურთელები მომზადებული არიან ამ ტიპის გამოწვევების მისაღებად. ახლა იტალიის თასზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ გავამახვილებთ ყურადღებას „ინტერზე“. სამი შედეგიდან ორი (მოგება ან ფრე)? არა. ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და ყველა თამაშის მოგების ზეწოლის ქვეშ ვართ. ყველა მატჩი ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს ფინალი იყოს.

გუნდი გაიზარდა და თვითშეფასებაც იზრდება. მოედანზე პოზიციების კარგად არჩევას ვეჩვევით. ტურინული დერბის მეორე ტაიმმა დიდი ძალა და რეაგირების სურვილი მოგვცა. თუ სწორი კონცენტრაციით არ ვითამაშეთ ყველა თამაშს, რისკის ქვეშ აღმოვჩნდებით.

გაშვებული გოლი? აღსანიშნავია ჩვენი ნახევარმცველების პასიურობა და ორივე ცენტრალური მცველის ცუდი პოზიცია, რომლებიც უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს იტალიის თასის მერვედფინალში „ჯენოას“ წინააღმდეგ 13 იანვარს გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …