ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბენევენტოსთან“ მატჩამდე JTV-სთან ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ კრიშტიანუ რონალდუ არ ითამაშებს და დაისვენებს.
„გაგვიმართლა, რადგან ბონუჩი დაგვიბრუნდა. ალექს სანდრო ორი თვე იყო გაჩერებული და ჯერ კიდევ ცოტა დაიღალა, მაგრამ ჩვენთანა. კრიშტიანუ დაისვენებს, რადგან ამდენი თამაშის შემდეგ ცოტა გადაღლილია. დაგეგმილი გვაქვს, რომ „ბენევენტოსთან“ არ ითამაშებს.
რემზი? ჩემთვის ის შემტევი ნახევარმცველია. ძალიან ჭკვიანი ფეხბურელი, რომელიც ყველა სიტუაციას კარგად უმკლავდება. მე მის ადგილს გამთამაშებლის ზონაში ვხედავ, რადგან კარგად პოულობს სივრცეებს.
ინძაგი? მან კარიერა „მილანში“ დაიწყო და შემდეგ დიდი ნაბიჯით უკან დაიხია. მან მნიშვნელოვანი გადადგა განვითარებისთვის „ვენეციაში“, რომელიც სერია C-დან ამოიყვანა და თავისი შედეგებით ახლა სერია A-მდე მოვიდა. პიპო ფეხბურთით დაავადებულია“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „ბენევენტოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.