ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „პორტუსთან“ (1:2) მატჩის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა, ხოლო სწრაფი გოლის შემდეგ ყველაფერი გართულდა.
„თამაში არასწორი დამოკიდებულებით დავიწყეთ და როდესაც პირველივე წუთზე ასეთ გოლს უშვებ, ბუნებრივია, რომ ცოტა შიში გეუფლება, გაკლია თვითრწმენა, რაც არასდროს უნდა გაკლდეს. ეს არ იყო დასაწყისი, რომელიც გვსურდა. ვიცოდით, რომ ისინი თავს ძალიან კარგად იცავენ და სივრცეებს არ ტოვებენ, ამიტომაც, ამ გოლის შემდეგ კიდევ უფრო რთული გახდა თამაში.
ამდენი თამაშის შემდეგ დაღლილობა ნორმალურია, ადვილი არ არის ერთი იგივე ტემპის და კონცენტრაციის შენარჩუნება. მაგრამ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშობს, ეს არ უნდა მოხდეს. საბედნიეროდ, კიეზას გოლით ბრძოლაში დავრჩით.
საბედნიეროდ, დე ლიხტს მხოლოდ კუნთი გაუღიზიანდა, სერიოზული არაფერია. კიელინის კუნთის პრობლემა აქვს, მორატა თამაშამდე კარგად არ იყო და არც თამაშის დასრულების შემდეგ იყო კარგად. რატომ დავაყენე ძირითადში კულუშევსკი? როგორც ვთქვი, მორატა თავს კარგად ვერ გძნობს, ის ბოლო რამდენიმე დღე საუკეთესო მდგომარეობაში არ გახლდათ. მატჩის შემდეგ მან გონებაც დაკარგა. ავად არის.
სამწუხაროდ ჩვენი მათი თამაში ვითამაშეთ. ვიცოდით, რომ თავს კარგად იცავდნენ. სამწუხაროა, რადგან შეგვეძლო უკეთ გვეთამაშო. როდესაც ბურთს ბევრჯერ ეხები დროს კარგავ, უფრო მკაფიო და სწრაფები უნდა ვყოფილიყავით. საპასუხო მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და განსხვავებული თამაში ვაჩვენოთ. დღეს არ იყო დამოკიდებულება, რომელიც გვსურდა, მაგრამ როდესაც გოლს თავიდანვე უშვებ, სირთულეები ჩნდება. მათ გოლი ლანგარზე მივართვით და ყველაფერი ძნელი გახდა. პენალტის ეპიზოდი? ვფიქრობ, დარღვევა აშკარა, იყო, მაგრამ მსაჯს ასეთ დროს თერთმეტმეტრიანის დასანიშნად გამბედაობა უნდა ჰქონდეს.“, – განაცხადა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი ტურინში 9 მარტს გაიმართება, ხოლო მომდევნო შეხვედრას „იუვე“ ორშაბათს „კროტონესთან“ ჩაატარებს.