ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „მილანთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და თქვა, რომ სწორედ ასეთი სულისკვეთების „იუვენტუსის“ ხილვა სურს.
„ეს გამარჯვება ჩვენი თავისთვის მნიშვნელოვანი იყო. ყურადღებით და კონცენტრირებულებმა ვითამაშეთ, თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიაროთ და შემდეგ დავინახავთ სად ვიქნებით სატურნირო ცხრილში. მნიშვნელოვანი იყო ამ სულისკვეთების ჩვენება პირველადგილოსანთან და სწორედ ამ სულისკვეთებით თამაში მინდა.
კიეზა? მისი როლი ეს არის. ჩვენ იმისთვის შევიძინეთ, რომ მოედნის ბოლო ნაწილში მეტოქესთან ერთი-ერთზე ითამაშოს. ზოგჯერ ის მარჯვენა ფლანგზეა, ზოგჯერ მარცხნივ აუცილებლობის გამო. რაბიო? ორი ტურის გამოტოვების შემდეგ დაგვიბრუნდა. მას თამაში ძალიან სურდა და კარგად ითამაშა. თვითონაც არ იცის, რა პოტენციალი აქვს. ბენტანკური შეცვალე, რადგან დაიღალა და მეორე ყვითელი ბარათის რისკის ქვეშ იყო.
დიბალა? ყველა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. საბედნიეროდ მაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა თამაშში შევარჩიო შემადგენლობა. ჩვენ გვჭირდება, რომ დიბალა დაბრუნდეს საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში. ჯერ კიდევ არ არის კარგად, პირველი ტაიმის ბოლოს პრობლემა ჰქონდა. ველოდებით მას, რომ 100-ით დაგვიბრუნდება. კონტრაქტის განახლება? ეს არ მაღელვებს. მე გუნდის გაწვრთნაზე ვფიქრობ და ეს ხელმძღვანელობის საქმეა.
„მილანის“ გოლი უნდა გაუქმებულიყო. რაბიოზე თამაშის წესი დაირღვა. შემდეგ გუნდური შეცდომები დავუშვით. დანილო უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო შეტევის ჩაშლის მომენტში და გუნდიც უკეთ უნდა განლაგებულიყო მოედანზე. მაგრამ, საგოლე შეტევა ჯარიმით დაიწყო, რომელიც არ დაინიშნა.
ტეო ერნანდესის გაკონტროლება? ჩვენ მისი თამაში შევისწავლეთ, გვჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც მას შეზღუდავდა და კიეზას წინააღმდეგ ის არ იყო შეტევებისთვის თავისუფალი, რადგან მასზე ფედერიკო სწრაფ ზეწოლას ახდენდა“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.