ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ სერია A-ს კალენდარის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, ყველა მეტოქესთან მოუწევთ დაპირისპირება.
„როგორც იქნა, დღეს უკვე ვიცით საიდან ვიწყებთ ჩემპიონატს. მე და ჩემი სტაფი ვვარაუდობდით, რომ პირველ ტურში გენუურ გუნდთან ვითამაშებდით და „სამპდორიასთან“ თამაშით დავიწყებთ. კმაყოფილები ვართ, რომ სახლის მატჩით ვიწყებთ და ვიმედოვნებთ, რომ ტიფოზები იქნებიან, რადგან ძალიან გვჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა, არამარტო ჩვენ, არამედ ზოგადად ფეხბურთს სჭირდება ფანები.
ახლა ყველა თამაშის გაანალიზებს აზრი არ აქვს, რადგან ადრე თუ გვიან ყველასთან მოგვიწევს დაპირისპირება. ვიცით, რომ იტალიის ჩემპიონატი ძალიან მკაცრია და მიზნის მისაღწევად რთული მატჩის ჩატარება მოგვიწევს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონს გენუის „სამპდორიასთან“ მატჩით გახსნის. იუვეს 2020-2021 წლების კელანდარი იხილეთ აქ.