ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ JTV-სთან „პარმასთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი იზრდება და ამიტომ, მშვიდადაა.
„პარმა“ კარგად თამაშობს მას შემდეგ, რაც სათამაშო სქემა შეიცვალა კარგ შედეგებს მიაღწიეს. დადებითი შედეგი აჩვენეს ისეთ სტადიონებზე, როგორიც გენუაში და მილანშია. ყურადღებით ყოფნაა საჭირო, რადგან სამ დღეში ერთხელ თამაში ენერგიის აღდგენას მოითხოვს, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. კლასიკურ თამაშს ველლოდები, შეეცდებიან თავი დაიცვან და კონტრშეტევაზე ითამაშონ. მათ სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ, როგორებიც არიან ჟერვინიო და კარამო.
ლივერანი, როგორც ფეხბურთელი ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი იყო. მწვრთნელადაც იგივე იდეები აქვს თავში. მან კარგად იმუშავა „ლეჩეში“ და „პარმაშიც“ ამტკიცებს, რომ კარგი სპეციალისტია.
ახლაც გაბრაზებული ვარ, რომ „ატალანტასთან“ ქულები დავკარგეთ, რადგან კარგად ვითამაშეთ. ვწუხვარ, რომ შექმნილი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. ფიზიკურად კარგად ვართ და ეს „ატალანტასთანაც“ ვაჩვენეთ ინტენსიურ თამაშში. ამ ასპექტზე არ ვღელავთ.
ჩვენ ყველა ზონაში ვპროგრესირებთ, ზოგჯერ უკეთეს თავდაცვით მოქმედებას ვაკეთებთ, ზოგჯერ შეტევაში. მაგრამ გუნდი სულ უფრო და უფრო იზრდება. ახლა ჩვენ უკეთესაც ვუტევთ მოთამაშეებით, რომლებსაც სივრცეებში მეტი თვისებები აქვთ. გუნდი კომპაქტურია, დაცვაშიც კარგად ვთამაშობთ. ამ ზონაში მშვიდად ვარ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „პარმას“ სტუმრად 19 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდება.