მთავარი / სიახლეები / ანდრეა პირლო: “ფინალში ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეთ”

ანდრეა პირლო: “ფინალში ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომიტალიის თასზე „ინტერთან“ საპასუხო ნახევარფინალის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ფინალში გასვლა ნებისმიერ ფასად უნდა შეძლონ.

„საჭიროა „იუვეს“ შესაფერისად ვითამაშოთ, როგორც ბოლო რამდენიმე მატჩში. ეს არის დიდი გამოწვევის მეორე რაუნდი, რომელიც საშუალებას იძლევა ფინალში გავიდეთ. ეს არის ჩვენი მიზანი და ნებისმიერ ფასად უნდა მივაღწიოთ.

რთული მატჩი იქნება, ბრძოლა. მაგრამ მზად ვართ მას საუკეთესოდ შევხვდეთ. თამაში 0:0-დან იწყება, არ უნდა ვიფიქროთ პორველ თამაშზე. ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, თითქოს ფინალია. ასე რომ, აგრესიული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, გუნდისგან, რომელმაც იცის რა სურს. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, რადგან ფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ინტერი“ ძალიან ორგანიზებული გუნდია, მათ კარგად ვიცნობთ, ისევე როგორც მათ მწვრთნელს. ძალიან ძლიერი მოთამშეებ ჰყავთ და პირველი მატჩის შემდეგ ლუკაკუ და ჰაკიმი დაუბრუნდათ. ჩემი გუნდი კარგადაა, მხოლოდ რამდენიმე დაავადებისა. კარში ბუფონი ბრუნდება, კულუშევსკიც პირველივე წუთიდან ითამაშებს.

მენტალური ასპექტით გავიზარდეთ, ძალიან პოზიტიურები ვართ იმაში, რასაც ახლა ვაკეთებთ და ეს ამოსავალი წერტილია. გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზნები, რომელთა მიღწევა გვინდა და ამაზე ვმუშაობთ. მარცხებმა დაგვარწმუნა, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ დიდი რაღცები, ჩვენ ღრმა შემადგენლობა გვყავს, 23 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. უფრო მეტად კომპაქტურები ვართ, გუნდურად ვთამაშობთ და შედეგს ეს გვაძლებს.

მჭიდრო და რთული გრაფიკი? კარგად ვართ, ცოტა ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობაა, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს ხანგრძლივი და დამღლელი სეზონი იქნებოდა. ახლა მნიშვნელოვანი და მჭიდრო მატჩების შუალედში ვართ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა აღვიდგინოთ ენერგია და მაქსიმალურის გაკეთება ვცადოთ“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ინტერს“ პირველი მატჩი 2:1 მოუგო, ხოლო საპასუხო თამაში ტურინში, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …