მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლო: “დიბალა “ვერონასთან” ძირითადში იქნება”

ანდრეა პირლო: “დიბალა “ვერონასთან” ძირითადში იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ვერონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა დააანონსა, რომ პაულო დიბალა ძირითად შემადგენლობაში იქნება, მიმდინარე სეზონში პირველად.

„კარგად ვართ, ორი ძალიან ახლო მატჩის შემდეგ დავისვენეთ. კიელინის გარდა, ყველა მზადაა სათამაშოდ. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, გუშინდელის მერე სიახლე არაა. ველოდებით ტესტის პასუხებს. მან საკუთარ სახლში ჩაიტარა ტესტი და თუ ახალი ამბები იქნება, ამის შესახებ გაცნობებთ.

ალექს სანდრო გამოჯანმრთელდა. „სამპდორიასთან“ მატჩამდე მან ცუდი ტრავმა მიიღო და ჯერ ბოლომდე მზად არაა, მაგრამ მშვიდად მუშაობს საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ის დაბრუნებას სანაკრებო პაუზამდე ვერ შეძლებს და პაუზის დროს მასთან ვიმუშავებთ, რომ კარგ ფორმაში დაგვიბრუნდეს.

ხვალ დიბალა ითამაშეს. მას ცოტა დრო ჰქონდა აქამდე ჩვენთან სამუშაოდ და რამდენჯერმე თამაშის შესაძლებლობა სხვა ფეხბურთელების წითელი ბარათების გამო არ მიეცა. სამშაბათს კიევში ითამაშა, ახლახან გამოჯანმრთელდა და სწორი იქნება, რომ ითამაშოს.

ასეთ მორატას თუ ველოდი? ამ მიზეზით ვიყიდეთ. ვიცოდით, რომ ის ძლიერი ფეხბურთელი იყო და თვისებების გამო შეუძლია დიბალასთან ერთადაც ითამაშოს. დე ლიხტი კარგადაა, ახა მხოლოდ ექიმებისგან მწვანე შუქს ველოდებით. ის თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს.

სურეალისტურ ვითარებაში ვართ, მაგრამ ეს გასული სეზონიდან ასეა. კიევში 20 ათასი მაყურებლის წინაშე ვითამაშეთ. როგორც ჩანს, სამყარო შეიცვალა.

ხვალ კიეზა ნამდვილად ვერ დაგვეხმარება, დისკვალიფიცირებულია. ბევრი ვარიანტი გვაქვს, მაგრამ ეს ყოველთვის დამოკიდებულია ჩვენს მეტოქეებზე, ვის ვეთამაშებით. ვნახოთ ვინ ითმააშებს ფლანგზე და ვინ შეტევაში. ნახევარდაცვის ცენტრში ოთხივე ნახევარმცველი თავსებადია, არცერთი მათგანი არ არის რეჯისტა ან გარემარბი, მათ ერთად თამაში შეუძლიათ. ოთხი ნახევარმცველი გვყავს და ორი ადგილია. მაკკენის ტესტი გუშინ უარყოფითი იყო და ვიმედოვნებთ, რომ სათადარიგო სკამზე მის დასმას მოვახერხებთ“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ვერონას“ მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …