ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კიევის „დინამოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, პირველი თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.
პირლომ ასევე ისაუბრა პაულო დიბალას შესახებ, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ერთი წუთიც არ დაუთმო.
„ეს ჩემი პირველი მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში. მშვიდად ვარ და მოუთმენლად ველოდები მატჩის დაწყებას. ჯგუფურ ეტაპზე აუცილებელია პირველი თამაშის მოგება უფრო მეტი თვითრწმენისთვის. ჩვენ გუნდი ვართ, რომელიც გამარჯვებისთვისაა შექნილი და ვეცდებით ყველა შეჯიბრში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. ჯერ კიდევ შენების ფაზაში ვართ, დრი გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ და გავიზარდოთ. სამწუხაროდ, რონალდუ არ არის, მაგრამ სხვა მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ მის პოზიციაზე თამაში. მაგალითად მორატა, რომელმაც კროტონეში ითამაშა.
რას ვაკეთებ გამარჯვებისთვის? გავაკეთებ იმას, რასაც ჩემი მოთამაშეები გააკეთებენ. დავიძინებ, შევჭამ და შემდეგ აქ მოვალ მატჩზე. ლუჩესკუ? ის ჩემი პირველი მწვრთნელი იყო, 15 წლის ასაკში დამაწინაურა, 16 წლის ასაკში პირველ გუნდში დებიუტის შესაძლებლობა მომცა. მასთან მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს, როგორც მწვრთნელთან და როგორც ადამიანთან. მადლობას ყოველთვის გადავუხდი. ხვალ ერთმანეთს ისევ შევხვდებით და კოკურენტები ვიქნებით.
დიბალა? მას ვესუაბრე, ცოტათი გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ კროტონეში არ უთამაშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სამი თვის უთამაშებელია. 10 დღე არგენტინაში ერთ ოთახში გაატარა და კუჭ-ნაწლავის ანტიბიოტიკებს იღებდა. მინდოდა, რამდენიმე წუთი ეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ მოედანზე 10 ფეხბურთელით დავრჩით და ვეღარ ჩავრთე თამაშში. ხვალინდელი მატჩისთვის ხელმისაწვდომია. ჩვენთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია, ჩემპიონი, მაგრამ აქამდე იმიტომ არ თამაშობდა, რომ კარგად არ იყო, ჯერ კიდევ არ არის საუკეთესო კონდიციაში. პოზიცია? მას ნებისმიერ ადგილზე შეუძლია თამაში. კარგი მოთამაშეები პოზიციას თვითონ პოულობენ, მაგრამ თავდამსხმელია და უკეთესია, რაც უფრო ახლოს იქნება კართან.
ნახევარდაცვა? მანჩინი ნაკრებში ორი რეჯისტით თამაშობს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ჰყავს შესაბამისი ფეხბურთელები, ჩვენ კი რეჯისტა არ გვყავს. მაგრამ გვყავს ორი ნახევარმცველი, რომლებიც ერთად კარგად თამაშობენ. ამიტომ, ორკაციანი ცენტრალუი ნახევარდაცვა ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალია. რემზი? უკეთესედაა და იმედი მაქვს, რომ ხვალ ითამაშებს, ჩვენს განკარგულებაშია“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ კიევის „დინამოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.