მთავარი / სიახლეები / ანდრეა ბარძალი: “მე ალეგრის ასისტენტად?”

ანდრეა ბარძალი: “მე ალეგრის ასისტენტად?”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ანდრეა ბარძალი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონი დაძაბული იქნება. ვეტერანმა იტალიელმა ასევე თავისი მომავლის შესახებ გააკეთა კომენტარი და მასიმილიანო ალეგრის ასისტენტობა გამორიცხა.

„მანჩესტერში შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, თუმცა ბევრი არაფერი შეგვიცვლია. უკვე წლებია ამ დონეზე ვთამაშოთ. წელსაც დაძაბული სეზონი იქნება.

მე მწვრთნელი? – თამაშს 3-4 წელი კიდევ ვაპირებ (იღიმის). არ ვიცი, ეს საინტერესო საქმიანობაა, მაგრამ ძალიან რთულიც. ვნახოთ სეზონის ბოლოს. ალეგრის ასისტენტის როლი? – არა, რადგან მას უკვე ჰყავს დიდებული სტაფი“, – აღნიშნა ბარძალიმ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბარძალი „იუვენტუსში“ 2011 წლის იანვრიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება.

შემთხვევითი სიახლე

მარკიზიო: “იტალიაში “იუვენტუსის” გარდა სხვა მაისურით არ ვითამაშებ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ იტალიაში დაბრუნება გამორიცხა. „პრინცს“ „ბრეშა“ ეპატიჟება, თუმცა, კლაუდიომ როგორც …

კაპელო: “ინტერი” “იუვესთვის” რეალური საფრთხეა”

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ მილანის „ინტერი“ ძალიან გაძლიერდა. მისი აზრით, მილანელთა მთავარი …