ზუსტად 27 წლის წინ, ამ დღეს, 12 სექტემბერს ლეგენდა დაიწყო. ტურინის „იუვენტუსის“ მაისურით პირველად ითამაშა ალესანდრო დელ პიერომ. ეს 1993 წელს „ფოჯასთან“ მატჩში მოხდა (1:1).
„ლეგენდ დაყო, ამ დღეს 1993 წელს. ალესანდრო დელ პიეროს დებიუტი „ბიანკონერიში“, – წერს „იუვეს“ ვებგვერდი.
ალექსმა „იუვენტუსში“ 19 სეზონი ითამაშა, რაც რეკორდია. ის სხვა ბევრ მიღწევაშიც საუკეთესოა – 705 თამაში, 290 გოლი, 188 გოლი სერია A-ში, 130 თამაში და 54 გოლი ევროთასებზე, 11 სეზონი კაპიტნის რანგში, 6 სკუდეტო, 1 იტალიის თასი, 4 იტალიის სუპერთასი, თითო ჩემპიონთა ლიგა, საკონინენტთაშორისო თასი, ევროპის სუპერთასი, ინტერტოტოს თასი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული – ეს ყველაფერი დელ პიეროს საოცარი კარიერის მონაგარია.