მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო: “ჩვენი ძალა დიდ არჩევანშია”
ალექს სანდრო: “ჩვენი ძალა დიდ არჩევანშია”

ალექს სანდრო: “ჩვენი ძალა დიდ არჩევანშია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „იანგ ბოიზთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელები და განსაკუთრები, პაულო დიბალა და ფედერიკო ბერნარდესკი შეაქო.

„ოთხი მცველით თავს კარგად ვიცავთ, მაგრამ იგივე ხდება მაშინ, როდესაც სამი მცველით ვთამაშობთ. ჩვენი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ შემადგენლობის მხრივ დიდი არჩევანი გვაქვს და ეს მეტოქისთვის პირიქით, საფიქრალია. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც პაულო დიბალაა, რომელმაც დიდებული შეხვედრა ჩაატარა. კომპლიმენტი მინდა ვუთხრა ასევე ბერნარდესკის, რომელთან ერთადაც თამაში ადვილია, როგოც ნახევარდაცვაში, ისე შეტევაში. ფედერიკო გუნდს ძალიან დიდ დახმარებას უწევს“, – თქვა ალექს სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

Sport: “იუვენტუსი” და “ბარსელონა” აგუეროსთვის იბრძვიან

ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს ხელში ჩასაგდებად „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ …

“იუვენტუსი” კინი- დემირალის ბარტერზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსს“ მოიზე კინის დაბრუნება სურს. იტალიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. კინი ამჟამად პსჟ-ში …