ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალექს სანდრომ „ფერენცვაროშთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი განაპირა მცველისთვის დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც თავიდან ბოლომდე ითამაშა.
„ბედნიერი ვარ, რომ 90 წუთი ვითამაშე, გუნდი ძალიან დამეხმარა. ადვილი არ არის მოედნის მიღმა დიდი დროის გატარება. ბედნიერი ვარ გამარჯვებით. ჩემი როლი ყოველთვის იყო ფლანგზე თამაში და ამ კუთხით გუნდის დახმარება. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშე, მაგრამ ამ პოზიციაზე დანილოც კარგად თამაშობს. მწვრთნელი და სტაფი ძალიან გვეხმარებიან“, – აღნიშნა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. მომდევნო მატჩს ანდრეა პირლოს გუნდი შაბათს, სტუმრად „ბენევენტოსთან“ გამართავს.