მთავარი / სიახლეები / ალექს დელ პიერომ დიბალას მიულოცა
ალექს დელ პიერომ დიბალას მიულოცა

ალექს დელ პიერომ დიბალას მიულოცა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ პაულო დიბალას ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებული ჰეთ-თრიქი მიულოცა.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება ჰეთ-თრიქოსანთა კლუბში. ესაა საღამოები, რომლების დავიწყება შეუძლებელია“, – დაწერა ალექსმა ტვიტერში.

დიბალა „იუვეს“ ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. მანამდე იგივე ალესანდრო დელ პიეროს (1998 წელს, „მონაკოსთან“), ფილიპო ინძაგის (1998 წელს, კიევის “დინამოსთან, 2000 წელს, „ჰამბურგთან“) და არტურო ვიდალს (2013 წელს, „კოპენჰაგენთან“) ჰქონდათ გაკეთებული.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

“ბაიერნს” დუგლას კოშტას დაბრუნება უნდა

დუგლას კოშტამ შესაძლოა „იუვენტუსი“ მიმდინარე თვეში დატოვოს და კარიერა მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელოს. Bild-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერს“ …

“იუვე” და “ბარსა” ბერნარდესკი-რაკიტიჩის ბარტერზე მუშაობას აგრძელებენ

ტურინის „იუვენტუსი“ და კატალონიის „ბარსელონა“ ფედერიკო ბერნარდესკისა და ივან რაკიტიჩის ბარტერტზე მუშაობას აგრძელებენ. Sky Sport-ის …