მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ყურადღებით უნდა ვიყოთ”

ალეგრი: “ყურადღებით უნდა ვიყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მანჩესტერთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა შეგირდებს ყურადღებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ჯგუფიდან გასვლის საკითხი ხვალ უნდა მოაგვაროს.

სეზონის პირველი მიზანი

„მოცემულ მომენტამდე კარგად მოვედით, მაგრამ სეზონის ამ ნაწილში ტიტულებს ვერ მოვიგებთ. ხვალ ჩვენს პირველ მიზანს უნდა მივაღწიოთ და მერვედფინალის საგზური მოვიპოვოთ. ყველაზე მთავარია, რომ მარტში კარგ ფორმაში ვიყოთ“.

შემადგენლობა

„მანჯუკიჩი კარგადაა და თამაში შეუძლია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვერ დაგვეხმარებიან ბერნარდესკი, დუგლას კოშტა და კინი, ემრე ჯანი კი იმედია, მალე დაგვიბრუნდება. ხვალ შეტევაში ალბათ ისევ კუადრადო, დიბალა და რონალდუ ითამაშებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია“.

მაქსიმალური ყურადღება

„ხვალ იმაზე უკეთესი თამაში უნდა ჩავატაროთ, ვიდრე ეს მანჩესტერში გავაკეთეთ. მეტოქე ძალიან სახიფათოა და ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“.

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

ალესანდრო დელ პიერომ „სასუოლოს“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა. კაპუტოს ბავშვობის კუმირი დელ პიეროა, მაგრამ …

პირლო: “ბედნიერი ვარ ოჯახში დაბრუნებით”

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინა და იტალიელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პირლოს განცხადებით, …