მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ყურადღება დაცვაში და შეტევაში”

ალეგრი: “ყურადღება დაცვაში და შეტევაში”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა,

იტალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ მისმა გუნდმა მომენტების რეალიზაცია უფრო მეტად უნდა მოახერხოს და საკუთარ კარში გოლები აღარ გაუშვას:

„ხვალ უნდა გავიმარჯვოთ და გამარჯვება ადვილი არასდროსაა.ეს ემპოლიშიც დადასტურდა. მეტოქეებსაც აქვთ თავიანთი მიზნები და მაქსიმუმს აკეთებენ ჩვენს წინააღმდეგ. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი გზიდან გადახვევა.

ჩემპიონატში დიდი ყურადღება გვჭირდება, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე. ამიტომ, ყველა თამაშში პატივისცემა და კონცენტრაცია გვმართებს. „კალიარი“ რთული მეტოქეა. მებრძოლი გუნდია და საჯარიმოში სახიფათოა. ძალიან სწრაფი გუნდია და წინ ჰყავს პავოლეტი, რომელიც ძალიან ძლიერია. თუმცა, უნდა მოვიგოთ და შემდეგ მოვემზადოთ ოთხშაბათის თამაშისთვის. კარგი კვირა იწყება.

გასულ სეზონში სტანდარტულების გარეშე უფრო მეტი გოლი გავიტანეთ. შესაბამისად, ამ კომპონენტში უნდა მოვუმატოთ. ჩვენ უკან არიან „ინტერი“ და „ნაპოლი“, რომლებიც უმატებენ. ამიტომ, არ უნდა მოვდუნდეთ.

შარშანდელთან შედარებით უფრო მეტ სახიფათო მომენტს ვქმნით, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა აშკარად გვაქვს. აბსოლუტურად უნდა მოვუმატოთ ამ ასპექტში.

ხვალ კიელინი და ბერნარდესკი ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ. სამი ხედირა და მარიო მანჯუკიჩი კი დაგვიბრუნდნენ. სპინაცოლას ორშაბათს პრიმავერაში უნდა ეთამაშა, მაგრამ მოედნის საფარის გამო გადავწყვიტე, რომ არ გასულიყო მინდორზე. კარგადაა, პროგრესირებს და აუცილებლად ითამაშებს ცოტა ხანში.

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი „ბარსელონაა“. ჩვენ კი საუკეთესო 4 ფავორიტს შორის ვართ, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ასე რომ, ახლა „კალიარისთან“ მატჩზე ვფიქრობთ.

ბერნარდესკი იტალიის ნაკრების შეკრებიდან ფეხის პრობლემით დაბრუნდა და ამ მოტივით დიდი დროით არ დამიტვირთავს. მაგრამ ახლა გადავწყვიტე, რომ დაისვენოს და კონდიციები სრულად აღიდგინოს.

ჯარიმები? – შორი მანძილიდან უფრო ადვილია, რომ კრიშტიანუ დაარტყამს. ახლო დისტანციიდან კი დიბალა და პიანიჩი.

პიანიჩი და მატუიდი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან. მესამე ნახევარმცველი კი უნდა ავარჩიო ბენტანკურს, კუადრადოსა და ხედირას შორის. კანსელუ ითამაშებს და ლეონარდო ბონუჩიც. დე შილიო შესაძლოა მარცხენა ფლანგზე იყოს და ამ შემთხვევაში ალექს სანდროს დასვენების შესაძლებლობა ექნება.

შეტევაში კრიშტიანუ იქნება მოედანზე. დიბალა, მანჯუკიჩსა და დუგლას კოშტას შორის კი არჩევანის გაკეთება მომიწევს. კარს ისევ შჩესნი დაიცავს, მაგრამ მალე შანსი პერინსაც მიეცემა. მე მყავს შესანიშნავი შემადგენლობა,რომელიც საშუალებას გვაძლევს განსხვავებული შემადგენლობით ვითამაშოთ სიტუაციიდან გამომდინარე.

30 გოლს თუ გავუშვებთ, ჩემპიონები ვერ გავხდებით. შესაბამისად, ხვალინდელ შეხვედრაში გოლი არ უნდა გავუშვათ“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „კალიარის“ შეხვედრა 3 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

პლატინი: “იუვენტუსში” არ დავბრუნდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ მიშელ პლატინიმ გუნდში დაბრუნება გამორიცხა. ფრანგის განცხადებით, შეუძლებელია დაბრუნდეს იქ, სადაც სიყვარული …

ემრე ჯანი: “კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ არ დავნებდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი უკმაყოფილოა. გერმანელი ფეხბურთელი თავს ბედნიერად ვერ გრძნობს, რადგან სათამაშო პრაქტიკას …