მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “თამაშს კარგად ვკითხულობდით”

ალეგრი: “თამაშს კარგად ვკითხულობდით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მანჩესტერთან“ (1:0) შეხვედრა შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა.

„სერიოზული თამაში იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. როდესაც რიტმს ვპოულობდით, სწრაფად ვმოქმედებდით. მეორე ტაიმშიც გვქონდა რამდენიმე კარგი შანსი, მაგრამ უკანასკნელი ნაბიჯის დროს ვცდებოდით.

ამ კომპონენტში უნდა მოვუმატოთ. მაგრამ, ბიჭებმა კომპლიმენტები დაიმსახურეს. ნახევარმცველები და ფლანგის ფეხბურთელები კარგად თამაშობდნენ და შეტევას კარგად იწყებდნენ. გავიზარდეთ თავდაჯერების კუთხითაც. ეს უკვე ვნახე ვალენსიაში, მაგრამ დღესაც კარგად ვკითხულობდით თამაშს“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე სამივე თამაში მოიგო, 9 ქულა აქვს და ჯგუფიდან თითქმის გასულია. „ბებერი სინიორა“ ამ ტურნირზე მომდევნო მატჩს ორი კვირის შემდეგ ისევ „მანჩესტერთან“, ოღონდ ტურინში ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

კობოლი ჯილი: “იუვე” “ლიონს” თუ ვერ აჯობებს, ნედვედი და პარატიჩი უნდა წავიდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ მაურიციო სარი, ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი კიდევ …

“იუვემ” ახალი სეზონის გასვლითი მაისურები წარადგინა

ტურინის “იუვენტუსმა” რამდენიმე დღის წინ 2020-2021 წლების სეზონის პირველი, საშიანო ფორმა წარმოადგინა. ახლა კი, მეორე, …