მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

ალეგრი: “მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, 7 სკუდეტოსა და 4 იტალიის თასის შემდეგ, ევროპული ტიტულის ჯერიც დადგა.

”ზედიზედ 7 სკუდეტოსა და 4 იტალიის თასის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა, რომლის 2 ფინალი ვითამაშეთ ბოლო 4 წელიწადში. როგორ მართავს საქმეს რონალდუ? – კრიშტიანუმ უდინეში კარგად ითამაშა, შესანიშნავი გოლიც გაიტანა. უკვე ვუპასუხე ამ საკითხზე კითხვებს და ვფიქრობ, ახლა სხვა თემაზე საუბრის დროა.

მაროტა? – მეტი სტიმული და პასუხისმგებლობაა. წინ უნდა ვიაროთ, როგორც პრეზიდენტმა ანიელიმ თქვა. ისე კი, რა თქმა უნდა ემოციურ დონეზე სამწუხაროა, რომ დაგვტოვა.

რაბიო? – ახლა აზრი არ აქვს ამ საკითხზე საუბარს. პოგბა? ის „მანჩესტერში“ თამაშობს, რომელსაც სულ მალე ორჯერ დავუპირისპირდებით ჩემპიონთა ლიგაზე“, – განაცხადა ალეგრიმ.

შემთხვევითი სიახლე

“იუვეს” ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა, ტურინში დარჩენილი კონტიგენტით „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს აგრძელებს. დღეს მორიგი ვარჯიში …