მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მიწაზე დავეშვით”

ალეგრი: “მიწაზე დავეშვით”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჯენოასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი თამაშიდან საფინალო სასტვენამდე დიდი ხნით ადრე გავიდა.

„თამაში დავტოვეთ კარგი დასაწყისის შემდეგ. მეტოქე ძალიან კარგად მოქმედებდა და ჩვენი დაუდევრობით მშვენივრად ისარგებლა. კარგი დასაწყისის შემდეგ გონებით მანჩესტერში გადავინაცვლეთ.

კონცენტრაცია დავკარგეთ გოლის ეპიზოდში და მანამდე, თამაშიდან კარგა ხნის გასული ვიყავით.

თუმცა, ეს ფრე ჩვენთვის კარგია, რადგან ფეხები მიწაზე დაგვადგმევინა და შეგვახსენა, რომ  გამარჯვებისთვის საჭიროა ბრძოლა. სამწუხაროა, რადგან ეს თვე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თამაშის მოგებაც მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, სეზონი ასეთი მატჩებისგან შედგება. მაგრამ, ეს ფეხბურთია და ეს ხდება“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ვერ მოიგო. ტურინელებს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ელოდებათ.

შემთხვევითი სიახლე

რონალდუს “იუვენტუსის” დატოვებას არ აპირებს და პირლოსთან მუშაობა მოსწონს

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ კონტრაქტის ბოლომდე დარჩება. ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბი ზაფხულში პორტუგალიელს გაასხვისებდა …

“იუვენტუსს” ბონუჩის და კიელინის შემდეგ დემირალიც დაუშავდა

ტურინის „იუვენტუსში“ ცენტრალური მცველების ტრავმიანობას დასასრული არ უჩანს. ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის შემდეგ ლაზარეთში …