მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მეტოქეს ბევრი საჩუქარი გავუკეთეთ”

ალეგრი: “მეტოქეს ბევრი საჩუქარი გავუკეთეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მანჩესტერთან“ (1:2) თამაში შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა.

„ვწუხვარ, რადგან გუნდმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მაგრამ ვერ მიაღწია მიზანს, ვინაიდან მეორეგოლი ვერ გავიტანეთ. როდესაც ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშობ, რისკი არსებობს. ჩვენ ბევრი სტანდარტულები ვაჩუქეთ მეტოქეს, როგორც ფლანგებზე, ისე ცენტრალურ ზონაში.

თუმცა, ჯერ ისევ პირველ ადგილზე ვართ, წინ ორი თამაშია და შეგვიძლია ჯგუფში პირველ პოზიციაზე გავიდეთ. წამოდგომა ახლავე უნდა მოვახერხოთ, რადგან კვირას მილანში უმნიშვნელოვანესი თამაში გველოდება.

ვაგრძელებთ მუშაობას. დღეს საღამოს ბევრი შეცდომა გვქონდა, კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ეს საკმარისი არაა.

ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ, წავაგეთ ნაკლებად მტკივნეული თამაში“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 9 ქულა აქვს და ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრა „იუვე“ ისევ შინ ჩაატარებს, ამჯერად „ვალენსიასთან“.

შემთხვევითი სიახლე

“იუვეს” ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო პაუზაა, ტურინში დარჩენილი კონტიგენტით „იუვენტუსი“ საწვრთნელ პროცესს აგრძელებს. დღეს მორიგი ვარჯიში …