მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ!”

ალეგრი: “კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ!”

მასიმილიანო ალეგრიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტი რთულ შეხვედრას ელოდება და შეგირდებს სრული კონცენტრაციისკენ მოუწდებს:

„ეს თვე კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია. თუ მოვიგებთ, შემდეგ რაუნდში თამაშს თითქმის გავინაღდებთ. მაგრამ რთული თამაში იქნება, ტექნიკურად მაღალ დონეზე უნდა ვიმოქმედოთ.

გარდა ამისა, ფიზიკურად რთული 90 წუთი იქნება და დიდი კონცენტრაცია გვჭირდება. „მანჩესტერი“ ძლიერი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. უნდა გვახსოვდეს, რომ თამაშში დარჩენა 100 წუთის განმავლობაშია საჭირო. უნდა გვახსოვდეს, არამარტო ჩვენი თამაში „ჯენოასთან“, არამედ ის, რაც შაბათს, „ჩელსისა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრაში მოხდა.

ორივე გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა, დიდ სტადიონზე მოუწევთ თამაში. ვწუხვარ მარიოს ტრავმის გამო. თუნდაც სერიოზული არ იყოს. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ტრავმამდეც ვფიქრობდი, რომ შეტევაში სხვა ფუნქციების მქონე ფეხბურთელებით გვეთამაშა. დიდი ალბათობით 4 მცველით ვითამაშებთ, რადგან ნახევარდაცვაში მათ ნახევარმცველებთან თანაბარი რაოდენობის ფეხბურთელი უნდა გვყავდეს.

ბერნარდესკი მნიშვნელოვანი ახალგაზრდაა, რომელსაც დიდი მომავალი აქვს მსოფლიო ფეხბურთში. ბარძალი? არ ვიცი, ითამაშებს თუ არა, მარჯვენა მცველად. კუადრადოს კი ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია ასპარეზობა“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

დანი ალვეში: “ზაფხულში “იუვენტუსში” დაბრუნების შანსი მქონდა”

„სან პაულუს“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რო გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ დაბრუნება შეეძლო, მაგრამ სამშობლოში …

ალი დაეი: “რონალდუ ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შანსი აქვს სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდეს ისტორიაში. პორტუგალიელს …