მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ”
ალეგრი: “ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ”

ალეგრი: “ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „უდინეზესთან“ (2:0) თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

ალეგრის თქმით, ეს ალბათ საუკეთესო ხარისხის თამაში გახლდათ მიმდინარე სეზონში:

„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აქამდე, თუ საუკეთესო არა. მეტოქეს სივრცეები თითქმის არ მივეცით და ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. ბიჭებს ვთხოვე, რომ სანაკრებო პაუზაზე გამარჯვებით გავსულიყავით და გოლი არ გაგვეშვა. ეს კიდევ ერთი მიზანია, რომელიც ჩვენს პროგრესს ხელს შეუწყობს. ეს სარისკო თამაში იყო, რადგან ზედიზედ 9 გამარჯვება გვქონდა, მაგრამ ვაჩვენეთ სიმწიფე და პასუხისმგებლობა.

პასებს გაცილებით სწრაფად ვიძლეოდით, ვიდრე აქამდე. დაცვაშიც კარგი თამაში ვაჩვენეთ და შეტევაში ყველა ყოჩაღად გაისარჯა. ამჟამად უკვე კარგ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფებით.

კანსელუ? – საოცრად ტექნიკური ფეხბურთელია. მას ნაბიჯი ჯერ კიდევ წინ აქვს გადასადგმელი, მაგრამ დღეს ძალიან მაგარი თამაში ჩაატარა. ბენტანკური? – შესანიშნავი იყო, კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 8 ტურის შემდეგ 14 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი 20 ოქტომბერს, ტურინში, „ჯენოასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

კუადრადოს ახალი კონტრაქტი მზადაა

ლეონარდო ბონუჩის შემდეგ „იუვენტუსი“ მზადაა კიდევ ერთ ფეხბურთელს გაუფორმოს ახალი კონტრაქტი. იტალიური მედიის ცნობით, ყველა …

ემრე ჯანი: “თავს ტურინში ვხედავ, მაგრამ სიტუაცია უნდა შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ემრე ჯანის განცხადებით, მომავალს ტურინში ხედავს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ სიტუაცია შეიცვალოს. …