ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „კალიარისთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდმა დაცვაში თამაში უნდა გამოასწოროს.
„11-დან 10 თამაშის მოგება ადვილი არაა. თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა მეორე გოლი მალევე ვერ გავიტანეთ და თამაშს გამოვეთიშეთ. საკუთარ ნახევარზე დაცვაში თამაშს აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. შეგვიძლია 2-3 გოლის გატანა, მაგრამ 1:0 გამარჯვებაც უნდა შეგვეძლოს. არ შეიძლება პირველივე ჩაოწდების მერე გოლს ვუშვებდეთ და მეორე ჩაოწედაბს სახიფათო მომენტი მოჰყვეს. ამაზე აუცილებლად სამუშაო გვაქვს.
ახლა „მანჩესტერთან“ შეხვედრაზე ვფიქრობთ, რომ პლეი-ოფის საგზური გავიფორმოთ. სწორედ ამ მატჩის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს მილანში გასამართ მატჩზე.
დუგლას კოშტას კუნთების პრობლემა ჰქონდა, ხოლო პიანიჩი დაიღალა. ოთხშაბათს კიელინი ითამაშებს, ბერნარდესკის დაბრუნების მჯერა, რაც შეეხება მანჯუკიჩს, ეს დღეები გამოაჩენს.
ბენტანკური? – როდრიგო ძალიან გაიაზარდა და პიანიჩს კარგად ეხმარება შეტევების ორგანიზებაში“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს გათამაშებას 31 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს 6 ქულით უსწრებს.