ალბანეთის პრემიერმინისტრი ედი რამა „იუვენტუსის“ გულშემატკივარია. მან რამდენიმე თვის წინ ალბანეთ ბავშვებს კრიშტიანუ რონალდუ და ჯანლუიჯი ბუფონი შეახვედრა.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მისი ფოტოები გავრცელდა, რომელშიც „იუვეს“ ქურთუკშია ჩაცმული. რამას განცხადებით, დინო ძოფმა „იუვენტუსი“ შეაყვარა და ამას არ მალავს, მზადაა ამის გამო ინტერისტა ამომრჩევლებიც დაკარგოს.
„ბავშვობიდან იუვენტინო ვარ, ჩემი საწოლის თავზე ძოფის ფოტო მქონდა, შუქის ჩაქრობამდე მას ვუყურებდი. გუშინ, დღეს, ხვალ, ძოფი ყოველთვის ჩემი რჩეულია. „იუვე“ კი სულის წარმოშობაა, რომელსაც ყოველთვის გამარჯვება სურს.
დიახ, ფოტოები გადამიღეს „იუვეს“ ქურთუკში და შესანიშნავი იყო. იმადაც ღირს, რომ რამდენიმე ინტერისტა ამომრჩეველი დავკარგო.
ვაღიარებ, რომ მოურინიო ძალიან მომწონს. როდესაც იტალიაში იყო, მასზე მიმაგრებული ვიყავი და მისი გამარჯვებებიც მიხაროდ. ვიცი, რომ ეს სასიკვდილო ცოდვაა, მაგრამ ვერ დავმალავ“, – თქვა რამამ.