ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალბერტო აკვილანიმ „იუვენტუსში“ გატარებული ერთი სეზონი გაიხსენა და თქვა, რომ ამაყობს, რომ ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნში თამაშობდა.
ალბერტოს განცხადებით, როდესაც კარიერა დაასრულა, ანდრეა ანიელი დაუკავშირდა და მადლობა გადაუხადა.
„როდესაც კარიერის დასრულების შესახებ გამოვაცხადე, ანდრეა ანიელიმ შეტყობინება გამომიგზავნა და მადლობა გადამიხადა კლუბის აღორძინებაში მონაწილეობის მიღების გამო. ეს ათას კონტრაქტზე მნიშვნელოვანი ჟესტი იყო.
ფიზიკური პრობლემები მქონდა, უცნაური სეზონი იყო. პირველი წრის ბოლოს მეორე ადგილზე ვიყავით, შემდეგ ყველაფერი ჩამოინგრა. წარუმატებელი სეზონი გახლდათ,მაგრამ ვამაყობ, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშე“, – განაცხადა აკვილანიმ.
შეგახსენებთ, რომ ალბერტო აკვილანი „იუვენტუსში“ 2010-2011 წლების სეზონში თამაშობდა და შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. „იუვემ“ ის სეზონი ნრომალურად დაიწყო, ზამთრამდე მეორე საფეხურს იკავებდა, მაგრამ მეორე წრე საშინლად ჩაატარა და სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა.