ჯანლუიჯი ბუფონის აგენტი სილვანო მარტინა მიიჩნევს, რომ ჯიჯიმ სამწვრთნელო კარიერა უნდა დაიწყოს და კარგი იქნება თუ „იუვეს“ გაწვრთნის.
„ჩემი აზრით, პენსიაზე გასვლის შემდეგ ჯიჯიმ მწვრთნელობა უნდა დაიწყოს. მას ესმის ფეხბურთი და აქვს გასახდელში სიტუაციის მართვის გამოცდილება. „იუვეს“ სკამი? დიახ, ვფიქრობ, შეუძლია ამის გაკეთება.
ის, რაც მას სხვა მეკარეებისგან განასხვავებს, არის ის, რომ ყველაფერს ამარტივებს,ეს ბუნების საჩუქარია“, – აღნიშნა მარტინამ.
შეგახსენებთ, რომ ბუფონმა ცოტა ხნის წინ „იუვესთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა.