მთავარი / სიახლეები / სერია A / 5-წუთიანი შოკი

5-წუთიანი შოკი

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 31-ე ტურში წააგო და რომის „ლაციოსთან 10 ქულამდე უპირატესობა ვერ გაზარდა.

რომაელებმა მანამდე „ლეჩესთან“ წააგეს და „იუვეს“ ჩინებული შანსი ჰქონდა, მაგრამ „მილანთან“ მარცხი განიცადა. არადა, მაურიციო სარის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად მიდიოდა და 53-ე წუთზე 2:0-ს იგებდა.

მეორე ტაიმის სტარტი „იუვენტუსისთვის“ ძალიან მაგარი გამოდგა. ადრიენ რაბიომ ფანტასტიკური გოლით ანგარიში გახსნა. ეს იყო ფრანგის სადებიუტო გოლი ტურინში. რაბიომ ბურთი საკუთარ ნახევარზე წაართვა მეტოქეს, რამდენიმე ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოს მისადგომებოდა ცხრიანში გაიტანა. 6 წუთში კრიშტიანუ რონალდუმ სხვაობა გაზარდა და ჩირო იმმობილესთან ჩამორჩენა 3 გოლამდე შეამცირა.

თუმცა, ამის მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა. 62-ედან 67-ე წუთამდე „მილანმა“ სამი გოლი გაიტანა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პენალტით, ფრანკ კესიმ და რაფაელ ლეაომ კი თამაშიდან გაიტანეს. მე-80 წუთზე ალექს სანდროს უხეში შეცდომა ანტე რებიჩმა გამოიყენა.

„იუვემ“ პირველად წააგო „მილანთან“ თამაში, რომელსაც ორბურთიანი უპირატესობით იგებდა.

ტურინელთა აქტივში 75 ქულა და „ლაციოსთან“ 7-ქულიანი უპირატესობა დარჩა. მომდევნო მატჩს კი შინ „ატალანტასთან“ გამართავს.

„მილანი“ – „იუვენტუსი“ 4:2 (0:0)

მილანი, „სან სირო“

უმაყურებლოდ

„მილანი“ (4-2-3-1): დონარუმა; კონტი (კალაბრია 82), კიაერი, რომანიოლი, ტეო ერნანდესი; კესი, ბენასერი; სელმაკერესი (ლეაო 59), პაკეტა (ჩალჰანოღლუ 46), რებიჩი (კრუნიჩი 82); იბრაჰიმოვიჩი (ბონავენტურა 67)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო (ალექს სანდრო 77), რუგანი, ბონუჩი, დანილო; ბენტანკური (მურატორე 90), პიანიჩი (რემზი 69), რაბიო (მატუიდი 69); ბერნარდესკი, იგუაინი (დუგლას კოშტა 69), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რაბიო (47), 0:2 რონალდუ (53), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (62, პენ), 2:2 კესი (66), 3:2 ლეაო (67), 4:2 რებიჩი (80)

გაფრთხილება: პაკეტა (32), ბენასერი (36), რებიჩი (59), კონტი (73) – ბონუჩი (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 13 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: მარკო გუიდა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …