ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, დაჭრილ ჩემპიონთან დაპირისპირება სახიფათოა.
„ჩვენ პასუხისმგებლიანი მოთამაშეები გვყავს. ასაკით უფროსები კიელინი, ბონუჩი და ბუფონი, ჩემპიონები, რომლებიც იცნობენ გარემოს და მადლობა უნდა გადავუხადოთ. არასდროს საუბრობენ შემთხვევით და შინაგანად აქვთ რაღაც განსხვავებული. დაჭრილ ჩემპიონთან დაპირისპირება სახიფათოა.
კუშევსკი ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, ეს ხშირად გვავიწყდება. მისი ძალიან გვჯერა. ეს სატრანსფერო ფანჯარა? ეს არ არის მოლოდინის ბაზარი, არამედ შესაძლებლობების ბაზარია. მოდით, ფანჯარაში ვიყუროთ და ვნახოთ თუ გამოჩნდება რამე, რაც დაგვაინტერესებს. ყოველ სამ დღეში ერთხელ ვთამაშობთ და ზოგჯერ წარმატებას მივაღწევთ, ზოგჯერ – ვერ“, – თქვა პარატიჩიმ.
„ინტერთან“ წაგება და შემდეგ ბოლო წლებში მე-18 ტიტულის მოგება, არ არის არასტაბილურობის საკითხი