მთავარი / სიახლეები / 2021 წელს “იუვეს” და კარიერაში პირლოს პირველი ტიტული

2021 წელს “იუვეს” და კარიერაში პირლოს პირველი ტიტული

ტურინის „იუვენტუსმა“ 2021 წელს, ხოლო ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. რეჯიო ემილიაში იტალისი სუპერთასზე (2020 წლის) „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

მილანში მიღებული შოკის შემდეგ პირლოს გუნდმა მოახერხა რეაბილიტირება და ნეაპოლური გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა. თამაში საკმაოდ ფრთხილი გამოდგა და პირველ ტაიმში ერთადერთი საგოლე მომენტი იყო, რომელიც ირვინგ ლოსანოს ჰქონდა, მაგრამ ვოიცეხ შჩესნიმ „იუვე“ გადაარჩინა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე „იუვენტუსს“ შეეძლო დაწინაურება, ფედერიკო ბერნარდესკი დავიდ ოსპინამ აჯობა. „იუვე“ თამაშს აკონტროლებდა და გოლიც გაიტანა. 64-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ დაამწუხრა მეტოქე. 79-ე წუთზე „ნაპოლის“ რეალური შანსი ჰქონდა. ვესტონ მაკკენი შეცდა, პენალტი აიკიდა, მაგრამ ლორენცო ინსინიემ კარს ააცილა.

შემდეგ ჯორჯო კიელინის ავტოგოლისგან „იუვე“ შჩესნიმ გადაარჩინა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში კონტრშეტევაზე ალვარო მორატამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „იუვენტუსმა“ ისტორიაში მეცხრედ მოიგო იტალიის სუპერთასი.

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 2:0 (0:0)

რეჯიო ემილია, „ჩიტა დელ ტრიკოლორე“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, დანილო; მაკკენი, ბენტანკური (რაბიო 83), კიეზა (ბერნარდესკი 46), არტური; რონალდუ, კულუშევსკი (მორატა 83)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ნაპოლი“ (4-2-3-1): ოსპინა; დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, მარიო რუი (პოლიტანო 84); დემე (ლორენე 84), ბაკაიოკო )ელმასი 67); ლოსანო, ზიელინსკი, ინსინიე; პეტანია (მერტენსი 72)

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 1:0 რონალდუ (64), 2:0 მორატა (90)

გაფრთხილება: რონალდუ (74) – ზიელინსკი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 7:0

მსაჯი: პაოლო ვალერი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …