მთავარი / სიახლეები / 12 წელი ანიელის გაპრეზიდენტებიდან: “ჩვენ უკვე მომავალზე ვფიქრობთ”

12 წელი ანიელის გაპრეზიდენტებიდან: “ჩვენ უკვე მომავალზე ვფიქრობთ”

ტურინის „იუვენტუსში“ ანდრეა ანიელის პრეზიდენტად დანიშვნიდან ზუსტად 12 წელი გავიდა. სწორედ ამას კლუბის ვებგვერდი გამოეხმაურა, სადაც განცხადება გამოქვეყნდა.

აღნიშნულ წერილში აღნიშნულია, რომ კლუბი უკვე მომავალზე ფიქრობს, რომ დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც ეკუთვნის და რომელსაც ანიელის პრეზიდენტობისას წლების განმავლობაში იკავებდა.

„რამდენიმე დღეში დასრულდება კიდევ ერთი სეზონი ანდრეა ანიელის ხელმძღვანელობით, მე-12, მაგრამ ჩვენ უკვე მომავალზე ვფიქრობთ. ჩვენ უკვე ვფიქრობთ ცხოვრების ახალ გამოწვევაზე, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ იმ ადგილს, რომელიც გვეკუთვნის და რომელსაც ანდრეა ანიელის პრეზიდენტობისას მრავალი წლის განმავლობაში ვიკავებდით, სკუდეტო 9-ჯერ ავწიეთ, იტალიის თასი ხუთჯერ და ამდენივე იტალიის სუპერთასი.

იმიტომ, რომ ეს ყოველთვის იყო ანდრეა ანიელის ფილოსოფია: საუკეთესო არის მომდევნო გამარჯვება. მომდევნო გამარჯვების მოპოვება კი მხოლოდ „იუვეს“ დნმ-ს მახასიათებლებით არის შესაძლებელი: ვნება, თავდადება, გამბედაობა, ნებისყოფა და მონდომება. ვინც, არასოდეს ნებდება, ბოლომდე“, – წერია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …