მთავარი / სიახლეები / ჯორჯინა: რონალდუ რჩება
ჯორჯინა რონალდუ რჩება იუვენტუსში

ჯორჯინა: რონალდუ რჩება

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს, მეგობარმა გოგონამ, ჯორჯინა როდრიგესმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდამსხმელი “რჩება” იუვენტუსში.

რონალდუს მომავლის შესახებ საუბრები თითქმის მთელი წელია მიმდინარეობს. ზოგი წყარო ამტკიცებდა, რომ იუვენტუსი პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზის დაძლევას ხარჯების შემსუბუქებით გეგმავდა. ზოგჯერ კი იმასაც წაიკითხავდით, რომ პორტუგალიელი ტურინული კლუბით უკმაყოფილოა, მაგრამ ჯორჯიანამ ჭორები განაქარწყლა.

ჯორჯინა როდრიგესი, რომელიც ესპანეთში Netflix-ის დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე იმყოფება, ჟურნალისტს კითხვაზე, დატოვებს თუ არა მისი პარტნიორი ტურინულ კლუბს ამ ზაფხულს, პასუხობს რომ “ის რჩება”.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …