მთავარი / სიახლეები / ჯანლუკა დი მარციო: “ლოკატელის “იუვე” პატარაობიდან უყვარს და მათ ელოდება”

ჯანლუკა დი მარციო: “ლოკატელის “იუვე” პატარაობიდან უყვარს და მათ ელოდება”

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ მანუელ ლოკატელის „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე და არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. დი მარციო საკმაოდ გავლენიანი ჟურნალისტია და მის სიტყვას დაეჯერება.

როგორც მან თქვა, მანუელს თამაში „იუვენტუსში“ თამაში სურს და ტურინელებს ელოდება.

„სინამდვილეში „არსენალი“ ლოკატელის შეძენას ევროპის ჩემპიონატის დროს სერიოზულად ცდილობდა, რათა კონკურენციისთვის თავი აერიდებინა და სანამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშიდან გამომდინარე მისდამი ინტერესი გაიზრდებოდა. სიმართლე ისაა, რომ ფეხბურთელს სურს „იუვენტუსში“ თამაში და ელდოება ტურინულ კლუბს. მას პატარაობიდანვე ჰქონდა სისუსტე „იუვეს“ მიმართ და მამამისიც ტურინელთა ტიფოზია. შედეგად, ვფიქრობ, რომ მინიმუმ მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრას დაელოდება, რათა გაიგოს ოპერაციის რეალური მიზანშეწონილობა.

თუ „იუვენტუსი“ ვერ შეძლებს „სასუოლოს“ დაკმაყოფილებას, მაშინ ლოკატელი მომავალთან დაკავშირებით სხვა პერსპექტივებსაც შეაფასებს ან დარჩება „სასუოლოში“, რათა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებს დაელოდოს, რომ იქნებ „იუვენტუსმა“ ბოლოს შეძლოს სიტუაციის შეცვლა. თუმცა, ახლა ლოკატელის გონებაში ევროპის ჩემპიონატის ფინალთან ერთად მხოლოდ „იუვენტუსია“, ჯერ ფინალი და შემდეგ „იუვენტუსი“, – თქვა დი მარციომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ და „სასუოლოს“ წარმომადგენლები ლოკატელის გამო ერთმანეთს მომდევნო კვირაში უნდა შეხვდნენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …