მთავარი / სიახლეები / ხუან კუადრადომ შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს

ხუან კუადრადომ შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს

„იუვენტუსი“ შესაძლოა ხუან კუადრადომ დატოვოს. ამის შესახებ იტალიური მედია ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად წერს.

ორი თვის წინ კუადრადოს კონტრაქტი 1 წლით ავტომატურად განახლდა სეზონში ჩატარებული მატჩების კონკრეტული რაოდენობის ჩატარებით, მაგრამ კოლუმბიელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ვითარება გაფუჭდა.

„იუვეს“ სურს კუადრადოს კონტრაქტი კიდევ 1 წლით მოლაპარაკებებით გაუხანგრძლივოს, მაგრამ ხელფასი დაუკლოს, რაზეც სამხრეთ ამერიკელი უარზეა. კუადრადოს ხელფასის დაკლება არ სურს.

იტალიური პრესა კი წერს, რომ ამ სიტუაციით სარგებლობად მილანის „ინტერი“ ეცდება, რომელიც ვითარებას აკვირდება და თუ საშუალება მიეცემა, ფეხბურთელის გადაბირებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადო „იუვენტუსის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს და 267 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …