მთავარი / სიახლეები / ჭორები თუ რეალობა? დელ პიერო “იუვეში” დასაბრუნებლად მზადაა

ჭორები თუ რეალობა? დელ პიერო “იუვეში” დასაბრუნებლად მზადაა

ალესანდრო დელ პიერო 10-წლიანი პაუზის შემდეგ „ალიანც სთედიუმზე“ პირველად გამოჩნდა და ბუნებრივია, ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ იტალიურ მედიაში ლეგენდარული ფეხბურთელის „იუვეში“ დაბრუნებაზე საუბარი დაეწყოთ.

ანდრეა ანიელისთან დელ პიეროს არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს და ამიტომაც იყო, რომ „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ ის ტურინში აღარ გამოჩენილა. ახლა კი, როცა ეს მოხდა, ბევრი ეჭვი და ჭორი გაჩნდა. ერთის თანახმად, ანიელი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს და მას სწორედ დელ პიერო შეცვლის. ეს ცხადია, გუნდში რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს, მათ შორის, დიდი ალბათობით, შეიცვლება მთავარი მწვრთნელიც.

ყველაფერთან ერთად, მატჩის შემდეგ საყურადღებო იყო ლაპო ელკანის პოსტი სოციალურ ქსელში. ლაპო ჯონ ელკანის ძმაა, რომელიც „იუვენტუსის“ მფლობელია. ლაპომ ტვიტერში ორი პოსტი გამოაქვეყნა – ერთი მასიმილიანო ალეგრის წინააღმდეგ და იტალიელი მწვრთნელი გააკრიტიკა, მეორე კი პრო დელ პიეროს სტატუსი იყო.

გარდა ამისა, ცნობილმა გამოცემა Mediaset-მა გაავრცელა ცნობა, რომ დელ პიერო მზადაა „იუვეში“ დასაბრუნებლად და ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე განათავსა. საინტერესო ისაა, რომ სწორედ ეს პოსტი ალექსმა მოიწონა. პოსტის სათაური ასეთი იყო: „იუვეს“ რევოლუცია: დელ პიერო დასაბრუნებლად მზადაა“. დელ პიერომ ეს პოსტი მალევე მოიწონა, მართალია, შემდეგ მოწონება გააუქმა, მაგრამ ფაქტია, ეჭვები მოწონებით კიდევ უფრო გამძაფრდა.

აღსანიშნავია, რომ ალესანდრო დელ პიერო ჯერ კიდევ ტურინშია. დროთა განმავლობაში წესით უფრო მეტი დეტალი უნდა გაირკვეს და დაზუსტდეს. ფაქტია, რომ ხმები დელ პიეროს დაბრუნების შესახებ უკვე გავრცელდა და შესაძლოა ის უსაფუძვლო არც იყოს.

შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიერომ “იუვენტუსში” 1993-2012 წლებში 705 მატჩში 290 გოლი გაიტანა. ის კლუბის ისტორიაში რეკორდსმენია, როგორც ჩატარებული მატჩების, ისე გოლების რაოდენობით.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …