მთავარი / სიახლეები / “შახტარის” დირექტორი: “მარკოს ანტონიო “იუვეს” გამოადგება”

“შახტარის” დირექტორი: “მარკოს ანტონიო “იუვეს” გამოადგება”

დონეცკის „შახტარის“ სპორტული დირექტორის თანაშემწე მარკო ნიკოლინიმ განაცხადა, რომ მარკოს ანტონიო „იუვენტუსისთვის“ საინტერესო ფეხბურთელია.

21 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო 7 აპრილამდე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია სხვა კლუბში გადასვლა და ვინაიდან „იუვეს“ დენის ზაკარია და ვესტონ მაკკენი ტრავმირებულები ჰყავს, ნიჭიერი ფეხბურთელი შესაძლოა დაიმატონ.

„მაკკენის არყოფნაში ის არის ნახევარმცველი, რომელიც ამ ზონაში ხარისხს და დინამიზმს გაზრდის. მარკოს ანტონიო შეიძლება იყოს „იუვესთვის“ საინტერესო იდეა. ის პატარაა, მაგრამ ტექნიკურია და საჯარიმოში ჩართვა უყვარს“, – თქვა კარლო ნიკოლინიმ.

შეგახსენებთ, რომ მარკოს ანტონიო „იუვენტუსს“ იტალიურმა მედიამ ბოლო დღეებში დაუკავშირა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …