მთავარი / სიახლეები / ფრატეზი: “მარკიზიო ჩემი საფეხბურთო კერპია”

ფრატეზი: “მარკიზიო ჩემი საფეხბურთო კერპია”

„სასუოლოს“ ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ განაცხადა, რომ მისი საფეხბურთო იდეალი კლაუდიო მარკიზიოა. როგორც ნიჭიერმა ნახევარმცველმა აღნიშნა, მარკიზიო ბებიამისის საყვარელი ფეხბურთელია და კლაუდიოსთან დაკავშირებული ისტორიაც გაიხსენა.

„მარკიზიო დიდი ადამიანი და ჩემი ერთ-ერთი საფეხბურთო კერპია. ის წარმოუდგენლად თავმდაბალია. მახსოვს თამაში, ერთ-ერთი პირველი ჩემთვის, როცა სერია A-ში გუნდთან ერთად სათადარიგო სკამზე ვიყავი. მაშინ ბებიაჩემიც კი ვერ მცნობდა. მივედი მარკიზიოსთან და მაისური ვთხოვე, რადგან ბებია მასზე სულ გიჟდებოდა, მიიჩნევს, რომ მას ფიზიკურად ვგავარ. თამაშის დასაწყისში მაისური ვთხოვე და მითხრა, რომ დამშვიდდი, მატჩის მერე მოგცემო და ასეც გააკეთა, თან მაისური მეც გამომართვა. ეს ჟესტი არ დამავიწყდება“, – თქვა ფრატეზიმ.

შეგახსენებთ, რომ დავიდე ფრატეზი „რომას“ აკადემიის აღზრდილია, მიმდინარე სეზონს „სასუოლოში“ შესანიშნავად ატარებს და „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ, მაგრამ მისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ინტერი“ მიიჩნევა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …