მთავარი / სიახლეები / ფედერიკო კიეზა ვარჯიშს სავარაუდოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყებს

ფედერიკო კიეზა ვარჯიშს სავარაუდოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყებს

Sky Sport-ი ფედერიკო კიეზას შესახებ პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც იქნა, იტალიელი შემტევის მკურნალობა კარგად მიმდინარეობს და მისი დაბრუნება უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი.

წყაროს თანახმად, კიეზა ვარჯიშს გუნდთან ერთად სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყებს და თამაშსაც მოახერხებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ფედერიკო მალევე 100%-ით მზად იქნება.

იტალიური მედია ვარაუდობს, რომ კიეზა იდეალურ კონდიციაში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, იანვარში იქნება, როდესაც სეზონი განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზას 9 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც „რომასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …