მთავარი / სიახლეები / ფაბიო კაპელო: “იუვე” დემორალიზებულია”

ფაბიო კაპელო: “იუვე” დემორალიზებულია”

ტურინის „იუვენტუსი“ თამაში ჰაიფას „მაკაბისთან“ ფაბიო კაპელომ შეაფასა, რომელმაც თქვა, რომ გუნდი დემორალიზებული იყო და არცერთი რგოლი არ ფუნქციონირებდა.

„დემორალიზებული გუნდი ვნახე, რომელიც ბურთზე პირველი ვერასდროს მიდიოდა. ბურთს ყოველთვის „მაკაბის“ ფეხბურთელები იღებდნენ. დაცვა ყურადღებით არ იყო, როდესაც გუნდი შეტევაზე გადადიოდა, ყველა იზოლირებული იყო. გუნდური მოძრაობების სრული ნაკლებობა იყო“, – თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე 4 ტურის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილებს „მაკაბისთან“ ერთად იყოფს და მერვედფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. სერია A-ში ალეგრის გუნდი ლიდერ „ნაპოლის“ 10 ქულით ჩამორჩება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …