მთავარი / სიახლეები / ტრეზეგე: “რონალდუს თანაგუნდელებთან პრობლემები ჰქონდა”

ტრეზეგე: “რონალდუს თანაგუნდელებთან პრობლემები ჰქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დავიდ ტრეზეგემ იტალიურ მედიასთან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის თავის მომავალზე, კრიშტიანუ რონალდუზე, „იუვენტუსზე“ და ალესანდრო დელ პიეროზე…

„ვფიქრობ, რომ ჩემნაირი ყოფილი ფეხბურთელი შეიძლება სასარგებლო იყოს მწვრთნელის, მენეჯერის ან პრეზიდენტის გვერდით. როგორც ფეხბურთელი ვსაუბრობდი ბეტეგასთან და არა ჯირაუდოსთან, დიდი პატივისცემის მიუხედავად. მას ჩემი უფრო მეტად ესმოდა.

„იუვე“? შეცდომა იყო კინგსლი კომანის გუნდიდან გაშვება. ყველაზე დიდი ტრანსფერი? კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა. ვინაიდან, არავინ ელოდა კრიშტიანუს კლუბში, სადაც ყოველთვის დნმ-ს ბალანსს ექცეოდა ყურადღება. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები ჰქონდა თანაგუნდელებთან, მაგრამ 100 გოლი გაიტანა. ვფიქრობ, რომ ზიდანის მსგავსად არავინ იცის მის მართვა. „იუვეში“ გარკვეული დიალოგის ნაკლებობა იყო. მწვრთნელს შეუძლია აარჩიოს ფეხბურთელი და თქვას: „შეხედე, 90 წუთი უნდა ირბინო, გამარჯვებაში უნდა დაგვეხმარო“. არიან ფეხბურთელები, რომლებიც გამარჯვებაში მთავარ როლს თამაშობენ და მათ წინააღმდეგ ვერ წახვალ. რონალდუ გეხმარება გამარჯვებაში, ასევეა დიბალაც.

„იუვენტუსმა“ „მილანთან“ 0:3 წაგების შემდეგ თავი დიდ საფრთხეში ჩაიგდო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასულიყო. ალეგრისთან ერთად ეს არ მოხდებოდა.

„იუვენტუსი“ პრაქტიკულად ბოლო იტალიური გუნდია, რომელიც იტალიელთა საკუთრებაშია და დომინანტია. ევროპაში ასე არაა, ეს ცხადია. ვფიქრობ, პრობლემა მენტალიტეტია. მსოფლიოში იტალიურ ფეხბურთზე კარგს არ ფიქრობს.  იტალიაში თავს ძალიან უკნიდან იცავენ და თავდამსხმელებს სთხოვენ თამაშის გადაწყვეტას. უცხოეთში ყველა სწრაფად თამაშობს, ყოველთვის. მე რადიკალური ცვლილებების მომხრე ვარ. ალეგრის შემდეგ უცხოელი მწვრთნელის მომხრე ვიყავი. გერმანელებს ორმეტრიანი მოთამაშეებით სავსე გუნდები ჰყავდათ, შემდეგ გვარდიოლა მივიდა და დამოკიდებულება შეიცვალა. პრობლემები ცხადია არსებობს. კლოპის და გვარდიოლას მსგავსი მწვრთნელები ძვირი ჯდება, გარდა ამისა, უცხოელი მწვრთნელები სატრანსფერო ბაზარს განაგებენ და იტალიაში ეს არ მოსწონთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამავე გაგებით ახლა ალეგრის დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. მომწონს, რომ „ბაიერნში“ კლუბის ყოფილ ლეგენდებს ყოველთვის ენდობიან.

არ ვიცი, რატომ არ არის დელ პიერო „იუვეში“. არის ბოლო კონტრაქტის ბრალია? არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, მსგავსი პრობლემის მოგვარება ერთხელ ყავის დალევით შეიძლება. ყველაზე ძლიერი „იუვე“? 2005-2006 წლების სეზონის „იუვე“. ყველაზე ძლიერი ფრანგი? ზიზუ“, – თქვა ტრეზეგემ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …