მთავარი / სიახლეები / სერია A / ტრავმების ეპიდემია: “იუვეს” “სამპდორიასთან” 10(!) ფეხბურთელი დააკლდება

ტრავმების ეპიდემია: “იუვეს” “სამპდორიასთან” 10(!) ფეხბურთელი დააკლდება

ტურინის „იუვენტუსში“ უკვე კარგა ხანია ტრავმების სერიოზული ეპიდემიაა და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში პირველი გუნდის მხოლოდ 13-14 ფეხბურთელია, მათ შორის 3 მეკარეა. რაც ცხადია, დიდი პრობლემაა და გუნდს გარდა იმისა, რომ შეცვლების გარეშე უწევს თამაში, ხარისხმაც იკლო და დაღლილობაც გაიზარდა.

რა სიტუაციაა ლაზარეთში? „სპეციასთან“ დანიელე რუგანი და ფედერიკო ბერნარდესკი დაბრუნდნენ, „სამპდორიასთან“ კი სხვა დაშავებული მოთამაშეების დაბრუნებას იტალიური მედია არ ვარაუდობს.

„ვილიარეალთან“ ზუსტად ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური თამაშია და Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ შესაძლოა, ლეონარდო ბონუჩი, პაულო დიბალა, ალექს სანდრო და ჯორჯო კიელინი ესპანელების წინააღმდეგ გუნდს დაუბრუნდნენ. თუმცა, ისიც ნათელია, რომ ძირითადში პირდაპირ სათამაშოდ ისინი მზად ძნელად თუ იქნებიან.

მანამდე, შაბათს გენუის „სამპდორიასთან“ თამაშია, სადაც „იუვენტუსს“ 10(!) ფეხბურთელი დააკლდება: ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ალექს სანდრო, მატია დე შილიო, დენის ზაკარია, ვესტონ მაკკენი, კაიო ჟორჟე, ფედერიკო კიეზა, პაულო დიბალა და ფედერიკო ბერნარდესკი. 9 მათგანს ტრავმა აქვს, ბერნარდესკი კი დისკვალიფიცირებულია.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ კიეზა, მაკკენი და კაიო ჟორჟე მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებენ, ზაკარიას დაბრუნება აპრილის დასაწყისში, სანაკრებო პაუზის შემდეგაა მოსალოდნელი, ხოლო დიბალა, დე შილიო, კიელინი, ბონუჩი და ალექს სანდრო მინდორზე უახლოეს ერთ კვირაში უნდა დაბრუნდნენ.

სიტუაცია მართლაც მძიმეა და „იუვენტუსისთვის“ სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელად იყოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …