მთავარი / სიახლეები / სემაკი: “იუვენტუსი” შედეგების მანქანაა”

სემაკი: “იუვენტუსი” შედეგების მანქანაა”

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სემაკმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც რუსმა სპეციალისტმა აღნიშნა, ტურინული გუნდი შედეგების მანქანაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეცდებიან დადებით შედეგს მიაღწიონ.

„რთულია იმის პროგნოზირება „იუვენტუსთან“ უფრო რთული თამაში გვექნება, ვიდრე „ჩელსისთან“ გვქონდა. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება, რადგან „ბიანკონერი“ შედეგს ყოველთვის აღწევს. ისინი შეტევაში ძალიან ძლიერები არიან, დაცვაში ყურადღებით თამაშობენ და კონტრშეტევებზე სახიფათონი არიან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის გუნდი – „შედეგების მანქანა“. თუმცა, ვეცდებით ქულების მოპოვებას, მიუხედავად ბოლო ორი წაგებისა, კარგად ვთამაშობთ და გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე მდგომარეობის გაუმჯობესება. „იუვეს“ 3 ქულით ჩამოვრჩებით და გვინდა დავეწიოთ.

მე აღფრთოვანებული ვარ „იუვენტუსის“ ბევრი ფეხბურთელით, განსაკუთრებით მორატა, ბონუჩი და კიელინი მომწონს. კაპიტანი გუნდის სულს და ხასიათს წარმოაჩენს.

ლუჩანო სპალეტი შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია, მას კარგად ვიცნობ და მის გუნდებს ყოველთვის თვალს ვადევნებ. თუმცა, „იუვენტუსის“ შესახებ არაფერი მიკითხავს, საკმარისი მასალა გვაქვს მათი თამაშის გასაანალიზებლად.

ლოვრენის სიტყვები მოვისმინე და ვფიქრობ, რომ ჩვენ რამდენიმე გოლის გატანა გვჭირდება. ჩვენთვის, „იუვენტუსისგან“ განსხვავებით ერთი გოლი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოვიგოთ, რადგან ისინი დაცვაში ძლიერები არიან“, – თქვა სემაკმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჯგუფში 6 ქულა აქვს და „ზენიტს“ 20 ოქტომბერს, სტუმრად თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …