მთავარი / სიახლეები / “სასუოლოს” დირექტორი: “რასპადორი? “იუვესთან” შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს”

“სასუოლოს” დირექტორი: “რასპადორი? “იუვესთან” შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს”

„სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ჯაკომო რასპადორით „იუვენტუსი“ დაინტერესებულია. როგორც მან თქვა, „იუვესთან“ კარგი ურთიერთობა აქვთ და სიტუაციას სეზონის ბოლოს შეაფასებენ.

„აზრი არ აქვს იმის დამალვას, რომ რასპადორით გრანდები არიან დაინტერესებულნი. რა უნდა გავაკეთოთ სეზონის ბოლოს შევაფასებთ. „ბიანკონერისთან“ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ვნახოთ, იქნებიან თუ არა ჩვენს გუნდში ფეხბურთელები, რომლებითაც ისინი დაინტერესდებიან“, – თქვა კარნევალიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯაკომო რასპადორიმ „იუვეს“ გოლი გაუტანა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 გოლი დაუგროვდა. ის 2000 წლის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ერთ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …