მთავარი / სიახლეები / “სასუოლოს” დირექტორი: “იუვესთან” ლოკატელის გამო შეხვედრა მალე შედგება”

“სასუოლოს” დირექტორი: “იუვესთან” ლოკატელის გამო შეხვედრა მალე შედგება”

„სასუოლოს“ გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში მანუელ ლოკატელის გამო „იუვენტუსის“ წარმომადგენლებს შეხვდება.

თუმცა, ისიც თქვა, რომ ამ ეტაპზე წინადადებები ლოკატელის ტრანსფერზე მხოლოდ არაიტალიური გუნდებისგან აქვთ მიღებული.

„ბოლო წლებში მან „სასუოლოში“ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, განსაკუთრებით ხასიათის თვალსაზრისით. ჩვენ ის „მილანიდან“ 12 მილიონ ევროდ შევიძინეთ, ეს მნიშვნელოვანი თანხაა. მისი მომავალი მის აზრებზეც არის დამოკიდებული. ამ მომენტში ლოკატელის ტრანსფერზე წინადადებები მხოლოდ უცხოეთიდან გვაქვს მიღებული. ვადასტურებ, რომ უახლოეს დღეებში „იუვეს“ შევხვდებით, რომ მასზე ვისაუბროთ, მაგრამ ასევე ჩვენს და მათ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე“, – თქვა კარნევალიმ.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ცნობით „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ 30 მილიონ ევროს და რადუ დრაგუშინს შესთავაზებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …