მთავარი / სიახლეები / “სასუოლოს” დირექტორი: “იუვე” რასპადორის გამო თუ დაგვიკავშირდება, მოხარული ვიქნებით”

“სასუოლოს” დირექტორი: “იუვე” რასპადორის გამო თუ დაგვიკავშირდება, მოხარული ვიქნებით”

„სასუოლოს“ გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ განაცხადა, რომ მზად არიან „იუვენტუსთან“ ჯაკომო რასპადორის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყონ.

იტალიელ მენეჯერს არ დაუმალავს, რომ თუ ტურინელები დაუკავშირდებიან, სიამოვნებით შედგება მოლაპარაკებები.

„იმედი მაქვს, „იუვენტუსი“ რასპადორიზე დაგვიკავშირდება, რატომაც არა? ჩვენ „იუვესთან“ უკვე ჩავატარეთ ლოკატელის ოპერაცია, თუ სხვა გარიგების შესაძლებლობაც იქნება, მოხარული ვიქნებით. იანვარში რასპადორიზე ინგლისური კლუბებისგან მივიღეთ შეთავაზება, მაგრამ ის ჩვენთვის ფუნდამენტური მოთამაშეა. დიბალა დავიმატოთ? არა, არა, ეს შეუძლებელია, ჩვენ აქცენტს ახალგაზრდებზე ვაკეთებთ, რომლებიც უნდა მომწიფდნენ და შემდეგ დიდ კლუბებში ვყიდით“, – თქვა კარნევალიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ პაულო დიბალას შემცვლელად სწორედ რასპადორის უკავშირებენ, კიდევ ერთი ვარიანტი კი ნიკოლო ძანიოლოა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …