მთავარი / სიახლეები / საკი: “იუვეს” სჭირდება მწვრთნელი, რომელსაც თამაშის მკაფიო იდეა ექნება”

საკი: “იუვეს” სჭირდება მწვრთნელი, რომელსაც თამაშის მკაფიო იდეა ექნება”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, კრიშტიანუ რონალდუ მარცხში დამნაშავე არ არის, რადგან ფეხბურთი გუნდური სახეობაა და მარტო რონალდუ ვერაფერს მოიგებს. მან კლუბს რჩევა მისცა, რომ ანდრეა პირლო დაითხოვონ.

„ეს მათემატიკასავითაა: 1-ჯერ 1 ყოველთვის ერთია, 1-ჯერ 10 კი – 10. ფეხბურთი გუნდური სპორტია. ყველაზე დიდ ფეხბურთელ მარადონასაც არ მოუგია ჩემპიონთა ლიდა. როგორც მწვრთნელს არასდროს მსურდა აღიარებული ფეხბურთელები, რადგან მეშინოდა, რომ გუნდის შენებაში წვლილს არ შეიტანდნენ. შეგიძლია შეიძინო 10 ვარსკვლავი, მაგრამ თუ ისინი არ გაერთიანდებიან, ვერ მოიგებ. გახსოვთ „გალაქტიკო“ „რეალი“? შეტევაში ბექჰემი, რაული, რონალდო, ზიდანი და ფიგუ, სათადარიგო სკამზე ოუენი და მორიენტესი – მათ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს.

პირლოს შეფასება მიჭირს. იმიტომ, რომ არ ვიცი ჰქონდა თუ არა სათამაშო იდეა, როდესაც მწვრთნელობა დაიწყო. მანამდე ალეგრი სარით შეიცვალა, ორი ძალიან კარგი, მაგრამ სრულიად განსხვავებული მწვრთნელი, მაგრამ შემადგენლობა იგივე დარჩა. ეს არ არის თანმიმდერული. რას ვურჩევ „იუვეს“? აირჩიოს მწვრთნელი, როელსაც თამაშის მკაფიო იდეა ექნება. ვინც გუნდური და შემტევი ფეხბურთის თამაშს შეძლებს“, – თქვა საკიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …